საზოგადოება მართვის მოწმობებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება 2014, 5 დეკემბერი, 15:26 შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებში მართვის მოწმობის გამოცდებთან დაკავშირებით ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. "მართვის მოწმობებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ზოგიერთი მედია საშუალების მიერ.მომსახურების სააგენტომ არაერთი განცხადება გააკეთა და პრეზენტაციებიც გამართა თბილისსა და რეგიონებშიც. ახალი ბილეთები რომელიც 15 დეკემბრიდან შემოდის გართულებული არ არის! ახალ 3 დე ბილეთებში რომელიც ძალაში 15 დეკემბრიდან შევა დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. არ იცვლება კითხვების შინაარსი, რადგან არ შეცვლილა საგზაო მოძრაობის წესები, ასევე არაა გაზრდილი ბილეთების რაოდენობა. 159 3-ს მოსწონს 1-ს არა
|