ავსტრალიელმა ეკონომისტმა, პოლ ფრიჯტერსმა (Paul Frijters) ფულად ერთეულებში გადაიტანა ის ძირითადი დადებითი და უარყოფითი ემოციები, რომლებსაც ადამიანი ცხოვრების მანძილზე იღებს. ფრიჯტერსის მტკიცებით ემოციების "ფასები" განსხვავდება ადამიანის სქესის მიხედვით.
პოლ ფრიჯტერსმა 2001 წლიდან მოყოლებული, შეისწავლა 10 ათასი ადამიანის ცხოვრება. რესპოდენტები აფასებდნენ ცხოვრებით კმაყოფილებას 8 ბალიანი სისტემით. მიღებულ შედეგებს ეკონომისტი ფულად ექვივალენტებს უდარებდა და ასე იღებდა ამა თუ იმ ემოციის "ფასს".
ამ მეთოდით კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცი განქორწინებას განიცდის ისევე, როგორც 61, 5 ათასი ფუნტი სტერლინგის დაკარგვას, ქალებში კი იგივე მოვლენა მხოლოდ 5 ათასი ფუნტის დაკარგვას უდრის.
საყვარელი ადამიანის ან შვილის სიკვდილი ქალებში 73 ათას ფუნტის დაკარგვას უტოლდება, მამაკაცებში კი - 350 ათასისას.
შვილის დაბადება კაცს ისევე უხარია, როგორც 18, 2 ათასი ფუნტის მიღება, ქალებში კი ეს მაჩვენებელი 4, 9 ათასს უდრის.
ქორწილი ქალისთვის 8, 7 ათასი ფუნტი სტერლინგის მიღების ტოლფასია, კაცებისთვის - 17, 7 ათასის.
ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა ქალებისთვის 1, 45 ათასი ფუნტის მოგებას გაუტოლდა, მამაკაცებისთვის კი 8, 95 ათასი ფუნტის დანაკარგს.