მადრიდის ”ატლეტიკოს” საჭეთმპყრობელის, დიეგო სიმეონეს პირადი ცხოვრების შესახებ ბოლო დროს ესპანურმა ბულვარულმა მედიასაშუალებებმა წერას ძალიან მოუხშირეს. ამის მიზეზს ”ყვითელ” მოკალმეებს სიმეონეს ცოლი, მოდელი კაროლინა ბალდინი აძლევს, რომელიც ყოველთვის მზადაა საზოგადოება დააინტრიგოს.
კაროლინა ბალდინი სრულებითაც არ ჰგავს ცნობილი ადამიანების მოსაწყენ და ბრუტალურ ცოლებს, რომელთა ცნობადობაც მეორე ნახევრების იმიჯზეა დამოკიდებული. სიმეონეს ცოლი ერთობ თამამი ჩაცმულობით ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ქვეშ და ისეთ ფოტოებს იღებს - თქვენი მოწონებული.
კაროლინა ბალდინი ყველაფერთან ერთად გულრწფელობითაც გამოირჩევა და აღიარებს, რომ ფეხბურთის შესახებ მისი ცოდნა ოდენ ქმრის ნაამბობით შემოიფარგლება. ეს წყვილი უკვე ათი წელია ერთადაა და ამ დროის განმავლობაში კაროლინა სტადიონზე სულ 3-4-ჯერ თუ იქნება ნამყოფი.
www.worldsport.ge