საზოგადოება თბილისში გოგონას სამარშრუტო ტაქსში თმა (!) მოპარეს 2014, 30 ნოემბერი, 23:16 მოდი და ნუ გაოცდები! დღისით, მზისით, სამარშრუტო ტაქსში მგზავრობისას ოზურგეთელ გოგონას არც მეტი, არც ნაკლები, თმა (!) მოპარეს. ამის შესახებ "დაზარალებულის" მასწავლებელი ყვება საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. "რამე თუ გამაოცებდა, არ მეგონა, მაგრამ მოდი და ნუ გაოცდებით!წარმოგიდგენიათ?ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსიში მოჰპარეს, არც მეტი, არც ნაკლები, თმა.უბრალოდ, მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!! ასეთი რამ გაგიგიათ?" - წერს მაიკო ღლონტი სოციალურ ქსელში. ასე რომ, ხალხო, ნადირობა დაიწყო, გადამალეთ თმა! 106 1-ს მოსწონს
|