საზოგადოება კახა ბენდუქიძის ქალიშვილის, ანასტასია გონჩაროვას პირადი ფოტოები 2014, 29 ნოემბერი, 12:40 საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა, რომელიც დედის გვარს ატარებს, ჩამოვიდა თბილისში და დაესწრო მამის დაკრძალვას. შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე ორმოცდათვრამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა გულის უკმარისობით ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში. მას გულზე გაკეთებული ჰქონდა სამი სტენტირების ოპერაცია. კახა ბენდუქიძის ოჯახის გადაწყვეტილებით, იგი დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე დედის გვერდით. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 1999 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ნატალია ზოლოტოვასთან. ნატალია არის ჟურნალისტი და ჟურნალ "Vogue"-ეს რუსული გამოცემის თანამშრომელი. მას კახა ბენდუქიძესთან შვილი არ ჰყავს, ნატალია ზოლოტოვას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ვაჟიშვილი, პირველი მეუღლე კი გარდაცვლილი ჰყავს. ინფორმაცია კახა ბენდუქიძის ქალიშვილის, ანასტასია იგივე ნასტასია გონჩაროვას შესახებ გავრცელდა ქართული და უკრაინული ინტერნეტმედიის საშუალებით. ანასტასია დაიბადა მოსკოვში, 1990 წლის 1 ნოემბერს, სწავლობდა King's College Londonში. გთავაზობთ ანასტასია გონჩაროვას პირად ფოტოებს სოციალურ ქსელ "ინსტაგრამიდან": ანასტასია დედასთან ერთად: კახა ბენდუქიძე მეუღლესთან, ნატალია ზოლოტოვასთან ერთად: კახა ბენდუქიძე და ანასტასია: 665 2-ს მოსწონს
|