x
image
natia.a
ახალი სკანდალი "ნიჭიერში" - რატომ მოატყუა სომეხმა ტაქსისტმა საზოგადოება?
imageმოკლედ, წლევანდელი "ნიჭიერი" სკანდალებით სავსე აღმოჩნდა. ჯერ ამალია ჯიბლაძის ირგვლივ ატეხილი ხმაური არ ჩამცხრალა, რომ უკვე ახალი ორომტრიალი დატრიალდა სომეხი ტაქსისტის, გევორქ პეტროსიანის ირგვლივ. ჟურნალისტი გიორგი საკაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ნიჭიერის" მონაწილე გევორქ პეტროსიანმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.


გთავაზობთ ამონარიდს სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტიდან:


"პროექტმა აღმოაჩინა სომეხი ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი, რომელმაც თავისი ხმით ჟიურის წევრების და დარაბზში მსხდომი ადამიანების მოხიბვლა ნამდვილად შეძლო. მართალია არავინ ელოდა, რომ ის ოპერას ასე კარგად შეასრულებდა, თუმცა მისმა ნამღერმა მოლოდინს გაადააჭარბა. სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიურის წევრებსა და ბატონ გევორქიანს შორის გაცნობითი სახის დიალოგი წარიმართა, სადაც მომღერალმა ტაქსტიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული. კითხვაზე, რატომ არ წავიდა სიმღერის მიმართულებით, გევორქიანმა აღნიშნა, რომ იეღოველი ვიყავი და იმიტომო. თუმცა, რა შუაშია სიმღერა რელიგიასთან ვერ გეტყვით, თუმცა იმას დანამდვილებით გაცნობებთ, რომ ამ ბატონმა ყველა შეცდომაში შეიყვანა.


ვინც არც იცით, გეტყვით იმას, რომ პირველი - გევორქ პეტროსიანს მუსიკალური განათლება ნამდვილად აქვს მიღებული და კონსერვატორიაშიც სწავლობდა. მეორე - იყო იეჰოვას მოწმე, არ ნიშნავს იმას, რომ სიმღერა გეკრძალება ან სხვა რომელიმე პროფესია, რადგან აღნიშნული რელიგია არ კრძალავს არცერთ საქმიანობას, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. მესამე - როგორც ჩემმა წყარომ მითხრა, პეტროსიანი ორგანიზაციიდან არის გარიცხული, მეოთხე - ოჯახი დაენგრა სხვადასხვა მიზეზების გამო და არა - რწმენის.


საინტერესოა ერთი რამ, სანამ გევორქ პეტროსიანი იეჰოვას მოწმე გახდებოდა, რატომ არ გაჰყვა სიმღერას მანამდე და რატომ არ ჟღერდა მისი ნარნარი ხმა ოპერის სცენაზე? მაშინ როდესაც ის ორგანიზაციიდან გაირიცხა და გახდა მართლმადიდებელი, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში და რამდენად წარმატებული ადამიანია დღეს, თუ არ ჩავთვლით „ნიჭიერში“ გამოსვლას (თუმცა წარმატებამდე ადამიანები დიდ გზას გადიან). ბატონ პეტროსიანს შევახსენებ, რომ ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და უნდა რომ ცხოვრებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, ვერცერთი ადამიანი და ვერანაირი რელიგია ამაში ხელს ვერ შეუშლის. მითუმეტეს რელიგია, რომელიც სიმღერას ნამდვილად არ კრძალავს. შეგასენებთ, რომ ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ჯაზ-მომღერალი როგორიცაა ჯორჯ ბენსონი - იეჰოვას მოწმეა! ამით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი.

შეიძლება გევორქ პეტროსიანს ამ ყველაფრით ფურორის მოხდენა უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოუვიდა. ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც თბილისია, დამერწმუნეთ, რომ ვერაფერს დამალავს ადამიანი და ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც გაირკვევა", - წერს საკაური.



წყარო: Facebook



0
433
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0