საზოგადოება სოფია კანდელაკი:"ძალიან თბილი მესიჯები დამხვდა გიორგი ჯაჯანიძის შოუს მერე" 2014, 28 ნოემბერი, 14:20 "ვოოვ, ძალიან თბილი და პოზიტიური მესიჯები დამხვდა გიორგი ჯაჯანიძის შოუს მერე "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად", მადლობა ყველას ასეთი კეთილი განწყობისთვის ჩემს მიმართ..ძალიან გამიხარდა და გულით და სულით უღრმეს მადლობას გიხდით"-წერს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ამერიკაში მცხოვრები სტრიპტიზიორი სოფია კანდელაკი. კანდელაკი ქუთაისში დაიბადა, 20 წლის იყო, როდესაც ბებიის პანაშვიდიდან მასზე 20 წლით უფროსმა მეუღლემ მოიტაცა.ქმართან წელიწადნახევარი იცხოვრა .. დაახლეობით 15 წლის წინ იგი აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გაემგზავრა, თავიდან მოხუცებს უვლიდა, შემდეგ სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა, ორჯერ გათხოვებაც მოასწრო, ორივე ქმარი ამერიკელი ყავდა.."მესამედ გათხოვების შემდეგ მივხვდი, რომ ქმარი არ მაინტერესებდა." შემდეგ კი მანჰეტენის ღამის კლუბებში სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. განსაკუთრებით დიდი სკანდალი სოფიას გარშემო ორიოდე წლის წინ აგორდა, როდესაც ამერიკელმა მილიონერმა ტომას ჰარტმანმა მას ფულის სანაცვლოდ ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.უარის მიღების შემდეგ 42 წლის ჰარტმანმა 37 წლის ქართველ მოცეკვავეს სახეში რამდენჯერმე გაარტყა, თავისი მასიური "როლექსის" ფირმის საათით შუბლი დაუზიანა, რის გამოც სოფიას 16 ნაკერის დადება დასჭირდა.მილიონერს მაშინ ნიუ-იორკის სასამართლომ ორთვიანი განაჩენი გამოუტანა. ამჟამად კანდელაკი "ტალენტ პროდაქშენში" მუშაობს ოთხ გოგონასთან ერთად, სადაც სადაც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული სექსუალური ქალბატონები "მოღვაწეობენ". აშშ-ში ცხოვრობს მისი ქალიშვილი ნინიც, რომელიც პირველი ქმრისგან ყავს.იგი მევიოლინეა. 122 4-ს მოსწონს
|