სიახლეები ბრიტანელის ტვინიდან ამოიყვანეს ჭია,რომელიც იქ 4 წელი ცხოვრობდა 2014, 24 ნოემბერი, 17:24 4 წლის განმავლობაში ჭიამ "იმოგზაურა" მამაკაცის ტვინის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ნახევარსფეროში.
როგორ მოხვდა 50 წლის ჩინური წარმოშობის მამაკაცაში ჭია, დღესაც დაუდგენელია.შესაძლოა თვალიდან ან ზღვის პროდუქტიდან..ან სულაც შინაური ცხოველისგან.ასეა თუ ისე, არსება შესანიშნავად გრძნობდა თავს იქ, სანამ მედიკოსებმა ბოლოსდაბოლოს არ აღმოაჩინეს, რომ ტვინში ცოცხალი არსება ცხოვრობდა. მამაკაცმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ მიაკითხა ექიმებს გამუდმებული თავის ტკივილის გამო, ამასთანავე მას ემართებოდა შეტევები და ეწყებოდა ჰალუცინაციები.გასინჯეს ტუბერკულიოზზე, შიდსზე, ლაიმაზე, თუმცა ვერაფერი იპოვეს, ვერც სიმსივნე აღმოაჩინეს თავში.მხოლოდ ერთ ადგილას შეამჩნიეს პატარა ანთებითი პროცესი. ![]() ამის შემდეგ პაციენტს რამდენჯერმე გადაუღეს ტომოგრამა, რის შემდეგაც ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ანთებითი პროცესის კერა ერთი ნახევარსფეროდან მეორე ნახევარსფეროში გადაადგილდებოდა. მედიკოსებმა გადაწყვიტეს ამ ანომალიურ მოვლენას ქირურგიული წესით შესწვდომოდნენ და ენახათ რა ხდებოდა მამაკაცის ტვინში... შედეგად იქიდან ამოიყვანეს ჭია, რომელიც ერთ სანტიმეტრზე ოდნავ გრძელი იყო... პარაზიტი გაუგზავნეს კემბრიჯის Wellcome Trust Sanger Institute-ის სპეციალისტებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ იგი გახლავთ თასმისებური ჭიების ჯგუფიდან, იშვიათი სახეობა Spirometra erinaceieuropaei, რომელიც მხოლოდ შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში ბინადრობს. ![]() ![]() 221 3-ს მოსწონს
|