x
image
worldsport.ge
სკოტ ბრაუნმა “სელტიკთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

imageშოტლანდიის ეროვნული ნაკრების და გლაზგოს “სელტიკის” კაპიტანმა, ნახევარმცველმა სკოტ ბრაუნმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
29 წლის ფეხბურთელს გლაზგოელებთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვიტა. ბრაუნის სატრანსფერო ფასი 4.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბრაუნი “სელტიკის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს და კლუბის მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 300 მატჩი ჩაუტარებია. ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველმა 42 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
სკოტ ბრაუნმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა. პირველად 2007 წლის 24 მარტს “ჰამპდენ” პარკზე” შოტლანდიამ საქართველო 2:1 დაამარცხა, ხოლო ბრაუნმა 30 წუთი ითამაშა. მეორე მატჩი კი გასულ თვეში გახლდათ, 11 ოქტომბერს “აიბროქსზე” შოტლანდიელებმა “ჯვაროსნები” კვლავ დაამარცხეს (1:0), ხოლო ბრაუნი გუნდს 90 წუთის განმავლობაში ლიდერობდა.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0