x
image
worldsport.ge
გრეგ დაიკი: “ინგლისში ფიფას ცუდი რეპუტაცია აქვს”

imageინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე გრეგ დაიკი მიიჩნევს, რომ რეპუტაციის აღსადგენად ფიფას გარკვეული ზომების გატარება მოუწევს.
“ყველასთვის ცნობილია, რომ ფიფას რეპუტაცია ინგლისსა და დანარჩენ ევროპაში ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეილახა, გასული კვირის მოვლენები კი, ამის გაგრძელებაა. უარის თქმამ გარსიას მოხსენების სრული ტექსტის გამოქვეყნებაზე და ცნობამ იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებულ და რეალურ ტექსტს შორის მრავლადაა უზუსტობა, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. ასე ვეღარ გაგრძელდება და აუცილებელია სრული გამჭირვალობა.
ვიცი, რომ ბევრი ფიფას რეპუტაციის შელახვას ინგლისური მედიასაშუალების მუშაობას უკავშირებს, ბატონი ბლატერი მათ სტატიებს არასამართლიანად მიიჩნევს და მის მიერ მართულ ორგანიზაციაზე არასამართლიან თავდასხმაზე აპელირებს. მაგრამ ინგლისში ამ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებთ. თუ გულდასხმით წაიკითხავთ ინგლისურ გაზეთებს, განსაკუთრებით Sunday Times-ს, მათ მომხდარის არაერთი მტკიცებულება აქვთ. ისინი ვერ ჩაითვლება “ფიფაზე თავდასხმად”, როგორც ბლატერმა ბრაზილიაში გამართულ კონგრესზე განაცხადა. აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, რათა ინგლისში ფიფას რეპუტაცია აღდგეს. საფეხბურთო ასოციაციაში ვვარაუდობთ, კარგი იქნება გარსიას სრული მოხსენების გამოქვეყნებით დაწყება”, - განაცხადა დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც რუსეთისა და ყატარისთვის 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მინიჭებას ეხება.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0