საზოგადოება რომელია ყველაზე პოპულარული ჭორი ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ? 2014, 17 ნოემბერი, 16:10 ჭორი ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ არ ახალი ამბავია, მარტო პოლ მაკარტნი თავის დროზე ალბათ 50-ჯერ მოკლეს და გააცოცხლეს, თუმცა დღესაც სატელევიზიო, პრესის და ინტერნეტეპოქაშიც, სადაც წამებშია შესაძლებელი გადაამოწმო ინფორმაცია ვიმეს გარდაცვალების შესახებ, პრობლემა პრობლემად რჩება.
როგორც ჩანს სოციალურ მედიას უფრო ბევრად უყვარს ინფორმაციის გავრცელება უდროოდ დაღუპული რომელიმე ვარსკვლავის შესახებ. ![]() Huffington Post-მა, Ranker-მა და Hoax Slayer-მა გაანალიზეს 50 ყველაზე გავრცელებული სიკვდილის მიზეზი...გავრცელებული ჭორი ცნობილ ადამიანებზე. მაშ ასე, ყველაზე პოპულარული ჭორი ცნობილი ადამიანის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ავტოავარიაა, მეორე საპატიო ადგილი კლდიდან ჩამოვარდნას აქვს.(ასე "დაიღუპნენ"რობერტ დიუვალი, ჯეფ გოლდბლიუმი და ტომ კრუზი) მესამე ადგილი კი სნოუბორდით ცურაობას უკავია.(შვეიცარიაში თოვლზე ცურაობის დროს "დაიღუპნენ"არნოლდ შვარცნეიგერი, ჯიმ კერი, ედი მერფი.) ![]() ბოლოს გაფრთხილება ცნობილ ადამიანებს, მაინც ავტომობილით ფრთხილად იარეთ და კლდის სიახლოვეს ნუ გაივლით, რა იცით რა ხდება! 72 3-ს მოსწონს
|