კარგად შერჩეული შარფი, სამოსის ის აქსესუარია რომელიც ყველაზე უბრალო და სადა კოსტუმსაც კი საოცრად "აცოცხლებს" და მოდურ, ელეგანტურ და გლამურულ იმიჯს უქმნის ქალს. მიუხედავად იმისა რომ შარფომანია გასულ წელს აქტიურად იყო მოდაში, წლევანდელ წელსაც მყარად ინარჩუნებს ნაირფერი შარფებით სამოსის მორთვა-გალამაზება თავის პოზიციას.
შარფის ტარებას, თავისი წესი და ცოდნა სჭირდება, არსებობს სხვადასხვა სტილის და ფაქტურის შარფები, რომელსაც სამოსის შეხამება ესაჭიროება. თუ შარფი ჭრელია ან თავისი დაჩითვა აქვს, მისი ტარება მიზანშეწონილია ერთი ფერის სამოსსა და ბლუზაზე, თუკი შარფი თავადაა ერთფერი ან მაქსიმუმ ორ ტონალობას აერთიანებს, მშინ შეიძლება მისი დატვირთვა ცოტა უფრო ჭრელი სამოსით და აქსესუარებით. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებში გთავაზობთ სხვადასხვა ვარიაციებს, თუ როგორ ატარებენ შარფს მსოფლიოს ცნობილი ლამაზმანები და ცნობადი სახეები.