x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი-"გულიდან სიმძიმე ვერ გავიყვანე! ბენდუ..."
image
თავიუსფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის და საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ ბევრს გული დასწყვიტა. როგორც იცით, ბატონი კახა გულის უკმარისობით გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც იგი შვეიცარიაში გულზე სამჯერ გაკეთებული სტენტირების ოპერაციის შემდგომ იმყოფებოდა...

ცნობილი ქართველები ამ ფაქტს სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურებიან და მწუხარებას გამოთქვავენ...

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც ძალიან განიცდის კახა ბენდუქიძის სიკვდილს:

"წავედი, წამოვედი, რაღაც გამეხარდა, რაღაც გავიგე, რაღაც გავაკეთე, ვიღაცეები ვნახე, მაგრამ გულიდან სიმძიმე ვერ გავიყვანე! ბენდუ..."image


ასევე ნანუკამ გარეკანის ფოტოდ დააყენა კახა ბენდუქიძის ფოტო წარწერით:

"ის იყო ძალიან მაგარი! ძალიან საყვარელი!!! და ის დააკლდა ქვეყანას!"

image

ამ ფოტოს 10 000-მდე მოწონება, 2 000-ზე მეტი გაზიარება და უამრავი კომენტარი აქვს:

" უჭკვიანესი, უგანათლებულესი და უსაყვარლესი ადამიანი!"

"უდიდესი ინტელექტის მქონე ძალიან კარგი ადამიანი!"

"ამ ადამიანზე წარსულში ლაპარაკი წარმოუდგენელია!"

"კახა გარდაიცვლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისმა მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯეს!"

"ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი ერისთვის ასეთი ადამიანის გარდაცვალება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!"

"კიდევ ერთი, დიდსულოვანი და უჭკვიანესი ადამიანი გამოაკლდა ქვეყანას!! ვწუხვარ!"

"ეს არის კაცი, რომელიც მე ასე დავასახელებდი-ქართველი ცეცერონი."

0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0