x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პარაგვაიში ცოცხლად დაწვეს ქალი,რომელსაც ჯადოქრობაში დასდეს ბრალი
imageსოფელ ტაჰიჰში მაცხოვრებელი(პარაგვაი) ქალი ისრებით განგმირეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს.პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილები, რომელთა შორის 14 წლის მოზარდიცაა.


45 წლის ადოლფინა ოლამპოსს(Adolfina Ocampos) ბრალად დასდეს კუდიანობა და ჯადოქრობა, იუწყება Mail Online-ი.


ადგილობრივმა გუარანის სათვისტომოს წევრებმა ქალი მდინარის პირას მიიყვანეს და რამდენჯერმე წყალში ჩააყვინთინეს, შემდეგ ხეზე მიაბეს და ისრებით დაცხრილეს, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს.imageდამწვარი სხეულის ნარჩენები გულმოდგინედ გაანადგურეს, რომ "კუდიანს" არაფერი დაეტოვებინა.


პოლიციამ დააკავა 9 მამაკაცი, მათ შორისაა 14 წლის მოზარდიც. მათ აღიარეს დანაშაული, თუმცა ჩადენილ საქციელს არ ნანობენ.



დაკავებულები ამტკიცებდნენ, რომ ქალი ჯადომ შეიპყრო, რის გამოც სოფლის მაცხოვრებლებს ავადმყოფობა და წარუმატებლობა თან სდევდა.


საბოლოოდ თემის უხუცესებმა ქალს სასკვდილო განაჩენი გამოუტანეს.imageგაეროს მონაცემებით "ჯადოქრობაში " ყოველწიურად ათასობით ადამიანს სდებენ ბრალს, ზოგს ოჯახიდან ან საზოგადოებიდან კვეთენ, ზოგსაც კლავენ.


თუმცა იტალიელი პასტორი და ანთროპოლოგი ხოსე ზანარდინი(Jose Zanardini)აღნიშნავს, რომ პარაგავაიში არაა დამახასიათებელი "ჯადოქრობის" გამო სიკვდილით დასჯა."პარაგვაიში 40 წელია ვმუშაობ და ანალოგიური ფაქტი არ გამიგია ამ ხნის განმავლობაში, -ამ ქალი ტრაგიკული სიკვდილი, ეს რაღაც არატიპიურია, საერთოდ ინდიელები ძალიან მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ხალხია."-აღნიშნა პასტორმა.


თუმცა ფაქტი სხვას ღაღადებს, თითქმის ანალოგიური მოხდა პარაგვაიში ამ ცოტა ხნის წინათ, როდესაც "კუდიანობაში' ბრალი დასდეს 14 წლის მოზარდს, თუმცა მაშინ პოლიციამ მოახერხა მისი გადარჩენა.

0
36
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0