თქვენი კომპიუტერი დაბლოკილია უსაფრთხოების მიზნით, ამასთანავე 12 საათის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ ჯარიმა 87 ლარი, საქართველოს რესპუბლიკის კანონის დარღვევის გამო.ასეთი შეტყობინება მოვა თქვენს კომპიუტერში, იმის გამო, რომ თქვენ დაათვალიერეთ პედოფილიის, გეი-პორნოს და ძალადობის შემცველი მასალები.
ამ ფაქტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:"გაცნობებთ, რომ აღნიშნული ქმედება არ ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, კომპიუტერში მსგავსი სახის შეტყობინების გამოჩენისთანავე აცნობონ სამართალდამცველებს და განცხადებით მიმართონ სამინისტროს ან პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს."