x
image
ვიზა კოხაძე
"უპრინციპო", " სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ კანდიდატურაზე? ( + ვიდეო )

imageსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრი და შევარდნაძის, სააკაშვილის, ბოლოს კი "ქართული ოცნების" მთავრობებში ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მყოფი ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი უხელმძღვანელებს. ქალბატონ თამარს შესაბამის გამოცდილებასთან ერთად პროფესიონალიზმიც დაუგროვდა, თუ არ გავითვალისწინებთ მის მიერ გადადგმულ "სამარცხვინო" ნაბიჯს, ( როგორც მასზე წერენ სოციალურ მედიაში ) რის გამოც ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა "უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონის" იმიჯი მოირგო.მან მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მეორე დღესვე უკანვე დაბრუნდა და ეს ყოველივე ახსნა - როგორც "ემოციურ - სოლიდარული გაუგებრობა".imageimageimageპრემიერის გუშიდელ ბრიფინგს ბერუჩაშვილის მინისტრად წარდგენის შესახებ არა ერთი ემოციური და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.რას წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: - " ქოცებო! არა, უფრო მოგეფერებით, ქოცუნიებო! სად იპოვეთ ეს სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი?პირდაპირ რომ თქვათ, ნაციონალებს ვაბრუნებთ ხელისუფლებაშიო, არ ჯობია?თადარიგს მაინც დავიჭერთ! კაი, ახლა თამაშობთ და ერთობით! ღმერთმა სულ გართობის ხასიათზე გამყოფოთ, მაგრამ ამ გადაღუნულ საგარეო სექტორს რა ვუყოთ? ასე თამაშ - თამაშით რომ სვამთ გაუგებრობაში მყოფ ადამიანებს სკამებზე, თქვენ თვითონ რომ უკვე გადაღუნულზე ხართ შემომხტარი, ამას ხვდებით მაინც..."


imageP.S. ქართველი საზოგადოებისთვის ის კი არ არის მთავარი, ვინ რას დაწერს პრეში თუ სოციალურ მედიაში, თითოეული ჩვენთაგანისთვის ქვეყნის და ერის ხვალინდელი მომავალია საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი - რა ნაბიჯები გადაიდგმება ქართული სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად.

















0
103
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0