საზოგადოება ჩინელმა მამაკაცმა ძველ კომპიუტერში 15 000 $-ის ექვივალენტი იპოვა და უკან დააბრუნა 2014, 11 ნოემბერი, 9:38 ![]() 30 წლის ვანგი მეორადი ძველი ტექნიკით ირჩენს თავს, ახლომახლო რაიონებიდან ყიდულობს ძველ ტექნიკას და შემდეგ ყიდის.თვეში საშუალოდ 160$-ს გამოიმუშავებს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მას ბედმა გაუღიმა და უცებ გამდიდრდა! თუმცა ბატონი ვანმა კეთილსინდისიერება გამოიჩინა და ფული უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიიტანა ძველ კომპიუტერის კორპუსთან ერთად, რომელიც 7$-ად შეიძინა. მანვე გაიხსენა იმ ქალის სახლი, ვისგანაც კომპიუტერი იყიდა. ![]() როგორც აღმოჩნდა, ქალბატონის ქმარი მრავალი წლის განმავლობაში ცოლისგან უჩუმრად ინახავდა "ჯიბის ფულს".ყოველი ხელფასიდან ცოტ-ცოტას დებდა. მამაკაცმა გულწრფელად აღიარა, რომ გაოცებულია ბატონ ვანგის პატიოსნებით. თვით პოლიციელებიც გაოცებულები არიან, მათი აღიარებით ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმემ ნებაყოფლობით ფული უკან დააბრუნა. ![]() 30 3-ს მოსწონს
|