სხვა უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთაგან ზოგიერთი ბიბლიაზე მეტი ასაკისაა 2014, 10 ნოემბერი, 15:24 მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს მუზეუმებში დაცული უნიკალური საყოფაცხოვრები ნივთები, რომელთაგან ბევრი მათგანი ბიბლიაზე მეტი ასაკისაც კია.
ყველაზე ძველი კულინარიული რეცეპტი, ასაკი 5000 წელი ესაა შუმერული ლუდის რეცეპტი, დაწერილი ჩვენს ერამდე 3000 წელს. ამ რეცეპტით ლუდი საოცრად მაგარია და შეიცავს პურის პატარა ნამცეცებს. ყველაზე ძველი მზის სათვალე, ასაკი 800 წელი მსოფლიოში ყველაზე ძველი სათვალე აღმოაჩინეს ბაფინების მიწაზე, კანადაში. ის ადამიანს იცავდა თოვლიდან არეკლილი მზის სხივებისაგან. ადამიანის ფორმის ყველაზე ძველი სკულპტურა, ასაკი 35 000-40 000 წელი ადამიანის ტანთან ყველაზე მეტად მიმსგავსებული ეს ქანდაკება 40 000 წლისაა. ეს არის ვენერას ქანდაკება, გამოკვეთილი მამონტის ძვლისაგან, რომელიც ხოლე-ფელსის გამოქვაბულში (გერმანია) აღმოაჩინეს. ყველაზე ძველი ფეხსაცმელი, ასაკი 5 500 წელი 5 500 წლის ეს მგლის ტყავისაგან დამზადებული მოკასინი აღმოაჩინეს სომხეთში ერთ- ერთ გამოქვაბულში. აქ სიმშრალეში და გამოფიტულ ცხვრის ნაკელში ის შესანიშნავად იყო შენახული. ყველაზე ძველი მუსიკალური ინსტრუმენტი, ასაკი 40 000 წელი ეს 40 000 წლის ძვლისაგან დამზადებული ფლეიტა გერმანიაში იქნა ნაპოვნი. ყველაზე ძველი შარვალი, ასაკი 3 300 წელი მსოფლიოში ყველაზე ძველი შარვალი იპოვეს ჩინეთში, ერთ-ერთ გამოქვაბულში, მისი ასაკი 3 300 წელია. ყველაზე ძველი ჩასარეცხი ტუალეტი, ასაკი 2 000 წელი თურქეთის ქალაქ ეფესში 2000 წლის წინ აი ასეთი ჩასარეცხი საზოგადოებრივი ტუალეტები არსებობდა. ხვრელების ქვეშ გამავალ წყალს ფეკალიები ახლომდებარე მდინარეში ჩაჰქონდა. ყველაზე ძველი ბიუსტჰალტერი, ასაკი 500 წელი ამ ბიუსტჰალტერს ატარებდნენ ავსტრიაში 1390-1485 წლებში. არსებობს წერილობითი აღწერილობა ამ საგნის მანამდე არსებობის შესახებაც, მაგრამ სხვა, უფრო ძველი ეგზემპლიარები შემორჩენილი არაა. ყველაზე ძველი პროთეზი, ასაკი 3000 წელი ეს პროთეზი 3000 წლის წინ ერთ-ერთ ეგვიპტელს ეხმარებოდა სიარულში. ყველაზე ძველი საფულე, ასაკი 4500 წელი ძაღლის კბილებიღა დარჩა აი ამ ქისისაგან, რომლის ასაკი 4 500 წელია და რომელიც გერმანიაში იპოვეს. ძაღლის კბილები საფულის გარეგან მორთულობას წარმოადგენდა. ყველაზე ძველი პრეზერვატივი, ასაკი 370 წელი ცხვრის ნაწლავისაგან დამზადებული ეს მრავალჯერადი გამოყენების პრეზერვატივი 1640 წელს გამოიყენებოდა შვედეთში. მას თან ახლდა ლათინურ ენაზე დაწერილი ინსტრუქცია, რომელის მიხედვითაც გამოყენების შემდეგ აუცილებელი იყო პრეზერვატივის გარეცხვა თბილი რძით ვენერიული სნეუელებებისაგან თავის დასაცავად. ყველაზე ძველი საღეჭი რეზინი, ასაკი 5000 წელი ფინეთში ნაპოვნ ამ საღეჭ რეზინს მინიმუმ 5 000 წლის წინ ღეჭავდნენ. ის დამზადებული იყო ფისისაგან და სავარაუდოდ გამოიყენებოდა პირის ღრუს დასაცავად ინფექციებისაგან. ყველაზე დიდი ხნის წინ დაწერილი მელოდია, ასაკი 3400 წელი ყველაზე დიდი ხნის წინ დაწერილი მელოდია იპოვეს უძველეს ქალაქ-სახელმწიფო უგარიტში, რომელიც დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს. მუსიკა დაწერილი იქნა ლირისათვის. ყველაზე ძველი მონეტა, ასაკი 2 700 წელი მონეტებიდან ყველაზე ძველი ნაპოვნი იქნა უძველეს ელინურ ქალაქ ეფესში(თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). მის ერთ მხარეს ამშვენებს ლომის თავის გამოსახულება. ყველაზე ძველი გლობუსი, ასაკი 510 წელი ეს უძველესი გლობუსი სირაქლემას კვერცხზე დახვეწილად ამოტვიფრული ნამუშევარია. ის ამჟამად კერძო კოლექციაში ინახება და მფლობელმა 2012 წელს შეიძინა აუქციონზე საარაკო ფასად. 469 14-ს მოსწონს
|