შოუბიზნესი ნანუკა ჟორჟოლიანი-"ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება ირაკლი კოდუას გოიმურად დამონტაჟებული ფოტოები" 2014, 10 ნოემბერი, 12:37 ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ერეკლე კოდუა, სოდი-ის ყოფილი უფროსი, 7 ნოემბრის აქციაზე სპეცრაზმელებთან ერთად ჩანს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ფაქტმა ძალიან ააღელვა. იგი "ფეისბუქის" გვერდზე აცხადებს, რომ ფოტოები დამონტაჟებულია: "მოკლედ, ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება ირაკლი კოდუას გოიმურად დამონტაჟებული ფოტოები. რადგან ამ ფოტოებს აქტიურად ავრცელებენ კანცელარიის თანამშრომლები, მივიღე გადაწყვეტილება ფოტოებს ექპსერტიზა ჩავუტარო სამხარაულის ბიუროში და ასევე ქვეყნის გარეთ! მესმის, რომ ძაან ბანძი მონტაჟია და ყველა მარტივად მიხვდება, მაგრამ პრინციპის საქმეა! ერთხელ მოიხდიან ბოდიშს?! მეორედ აღარ გააკეთებენ! P.s. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ირაკლის რამე პასუხისმგებლობას ვხსნი, არა! მაგრამ ეს ფოტოები ფოტო მონტაჟია და ამას დავამტკიცებ!" ექსპერტიზამდე კი ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ფოტოს, რომლითაც სურს დაამტკიცოს, რომ მისი მეუღლის თავი ფოტოშოფით არის ჩასმული სურათში ჩასმულია: "ეს ერთში რომ აცვია და მეორეში არ აცივა ყვითელი "პლაშოვკა", რა იყო ძაან ჩქარობდით? თუ თან არბევდა და თან იცვამდა?" 363 5-ს მოსწონს 2-ს არა
|