x
image
worldsport.ge
მოიესი "სოსიედადის" ახალი მწვრთნელი გახდება

imageესპანური მედიის ინფორმაციით, შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი სან სებასტიანის " რეალ სოსიედადს" ჩაიბარებს.
მხარეებს შორის კონტრაქტის მცირე დეტალების შეთანხმებაღაა დარჩენილი და შოტლანდიელი "სოსიედადს" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ ჩაიბარებს.
ცნობილია, რომ მოიესი სანსებასტიენელებს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს და შემდეგ კონტრაქტს 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. შოტლანდიელი გახდება "სოსიედადის" ყველა დროის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი და მისი ხელფასი წლიურად 2 მილიონი ევრო იქნება.
მოიესს სამწვრთნელო შტაბი ბოლომდე დაკომპლექტებული არ აქვს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მისი თანაშემწე შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი იქნება.
სანსებასტენელებმა მთავარი მწვრთნელი იაგობა არასატე პრიმერადივიზიონში სუსტი სტარტის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამ დროისთვის "სოსიედადი" 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0