x
image
natia.a
ბრიტანელ ექიმებს სამსახურში ჩაისა და ყავის სმა აუკრძალეს

imageბრიტანული საგრაფოს, ლესტერშირის საავადმყოფოებში ექიმებს აუკრძალეს სამუშაო საათებში ჩაისა და ყავის სმა, - იუწყება The Independent-ი. ეს გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მიიღეს პაციენტების თხოვნის საფუძველზე. ბევრი პაციენტი ჩიოდა, რომ ექიმები, რომლებიც მიღების დროს ცხელ სასმელს სვამენ, ზარმაცი და დაუდევარი სპეციალისტების შთაბეჭდილებას ტოვებენ .


ექიმებმა რეგიონალურ საინფორმაციო საშუალებებში გააპროტესტეს ამგვარი "დრაკონული" აკრძალვა, რომელიც "მათ უფლებებს ლახავს". "მალე ალბათ ტუალეტში სიარულსაც აგვიკრძალავენ" - განაცხადა საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.


თუმცა, მიუხედავად პროტესტისა, აკრძალვა მაინც ძალაში დარჩა.



1
15
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
15
  
2014, 8 ნოემბერი, 12:44
როგორ შეიძლება. მათ გადატვირთული რეჟიმიც ეყოფათ,
0 1 1