x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი-"ნაციონალური მოძრაობა არის ახალგაზრდა ტიპი... ქართული ოცნება კაცია ასაკოვანი..."

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც იცით, დიდი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

იგი მიწვეული იყო გადაცემაში "მძიმე კაცი", სადაც წამყვანმა დაუსვა შეკითხვა, რომ შეედარებინა ნაციონალები და ქართული ოცნება. ნანუკა თავისი პასუხით კმაყოფილია და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა კიდევაც სტატუსი:

"მძიმე კაცმა მკითხა, ნაციონალები და ქართული ოცნება შეგვიდარეო. მოულოდნელი კითხვა კი იყო მაგრამ, რომ წამოვედი მერე მივხვდი, რომ მომეწონა პასუხი.
ნაციონალური მოძრაობა არის ახალგაზრდა ტიპი, დაამთავრა უმაღლესი, შემინულ ოფისში მუშაობს, რუგზაკით საჭმელი დააქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლამბორჯინი არ შეიძლება ყავდეს. აკეთებს ყველაფერს წინსვლისთვის. იცის, რომ უნდა იმ კომპანიის დირექტორობა... ბევრს კითხულობს, ვიღაცეებს "ჩორტავს" სამსახურში, ვიღაცეებს ფეხს უდებს... ბევრს შრომობს, იმიტომ რომ აქვს მიზანი და ეს მიზანია წინსვლა. ის აუცილებლად გახდება კომპანიის დირექტორი. შეცდომებით, რთული გზით, მაგრამ წინსვლით მიზანს მიაღწევს.
ქართული ოცნება კაცია ასაკოვანი, მანაც უმაღლესი დაამთავრა, მშობლებმა შეურჩიეს პროფესია, ფეხზე ცხვირგაფუჭებული ფეხსაცმელები აცვია. ისიც პიჯაკითაა, უბრალოდ შიგნით შალის ჟილეტი აცვია... არ იცის რა უნდა. მუშაობს ოფისში წყნარად. არც არავის "ჩორტავს", არც მუშაობს, არც მიზანი აქვს, არც წინ წინსვლა უნდა და არც იქ გაჩერება სადაცაა... ამ დროს ასაკშია და დროც მიდის...
ორივეს ოფისს სახელად საქართველო ქვია!" image

imageimage

0
66
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0