იმერეთი ქუთაისის იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2014, 7 ნოემბერი, 2:33 ქუთაისის იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოსიარულე ავტომანქანები შეეჯახა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. "ერთმანეთს საპირისპიროდ მოსიარულე მანქანები შეეჯახა. ისინი სწრაფად გადაადგილდებოდნენ. როგორც ვიცით, არავინ დაშავებულა. პატრონებმა ორივე მანქანა დროულად წაიყვანეს, "-აღნიშნა თვითმხილველმა. 9 შეფასება არ არის
|