x
image
ნოდარ ჯოჯუა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თქმით, მათ სოფელში გარდაცვლილის სული ქვებს ისვრის

imageწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეს 200-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც მოსახლეობა ამბობს, მე-5 დღეა გაურკვეველი პიროვნება მოძრაობს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ქვებს ისვრის.


"ხუთი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ჩემს ეზოში ქვები ცვივა, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი, უცნობი პიროვნება სახლის უკან მდებარე ყანებში გარბის და იმალება. მოსვენება გვაქვს დაკარგული მთელს ოჯახს. მსგავსი არაფერი გვინახავს. ალბათ ეს გარდაცვლილის სულია, რომელიც ყოველ ღამე გვაშინებს. პოლიციაც კი იყო მოსული და რამდენიმე დღე ერთად ვყარაულობდით. ვხედავდით, ყანაში როგორ დარბოდა, მაგრამ ვერ დავიჭირეთ, რადგან ხან უხილავი იყო, ხან კიდევ ხილული, "-აცხადებს ერთ–ერთი მოსახლე.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს წყალტუბოს რაიონული პოლიცია.


2
725
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
725
  
2014, 29 ივნისი, 10:02
რაიო??????//:):)
2014, 28 ივნისი, 22:51
უკაცრავად სოფელი ჩუნეშია და არა ჩუნე.კარგად ვიცნობ მაგ კუთხეს.არ გეწყინოთ შესწორება
0 1 2