პენსიონერმა მამაკაცმა საკუთარი ხელით აწყობილი თვითმფრინავით რამდენიმე გაფრენა განახორციელა.
![პენსიონერმა მამაკაცმა საკუთარი
ხელით აწყობილი თვითმფრინავით
რამდენიმე გაფრენა განახორციელა. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201411/2014110519355110110.jpg)
ჩელიაბინსკელმა პენსიონერმა ააწყო და ნებართვის გარეშე დაფრინავდა ამ თვითმფრინავით.
67 წლის პენსიონერი დააკავეს მას შემდეგ რაც თვითმფრინავით დაეშვა მარიანოვკაში (ომსკის ოლქი).
ამის შესახებ იუწყება დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურა.
"რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფრენის კოდექსის დარღვევის გამო იქნა დაკავებული 67 წლის პენსიონერი მამაკაცი, რომელიც მფრინავის მოწმობისა და კერძო საფრენი აპარატის მფრინავის ლიცენზიის გარეშე დაფრინავდა დაურეგისტრირებელი თვითმფრინავით.
ასევე თვითმფრინავი არღვევდა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებით"-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა პენსიონერმა იყიდა თვითმფრინავი "Helio" დაშლილ მდგომარეობაში გასულ წელს, დამოუკიდებლად ააწყო და ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყო მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ.
პენსიონერმა ათამდე გაფრენა მოახდინა ამ თვითმფრინავით, სანამ მას დააფიქსირებდნენ როგორც დაურეგისტრირებელ საავიაციო საშუალებას.
პენსიონერის მიმართ აღიძრა ადმინისტრაციული საქმე და მას ჯარიმა ემუქრება 5000 რუბლის რაოდენობით.
ვფიქრობ ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რა სიამოვნებასაც მიიღებდა ეს ადამიანი მისივე ხელით აწყობილი თვითმფრინავით ფრენისას.