იმერეთი იმერეთის ორ რაიონში პირველი თოვლი მოვიდა +(ფოტოები) 2014, 4 ნოემბერი, 15:29 ამ დრომდე გადაუღებლად თოვს იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში, ჭიათურასა და ხარაგაულში. როგორც ხარაგაულში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, ზამთარი ნაადრევად მოვიდა, ისინი მოუმზადებლი შეხვდნენ. "არ გვეგონა თუ ასე ადრე მოვიდოდა თოვლი. ტყეში წაბლის შეგროვებას ვაპირებდით, ახლა კი თოვლმა დაფარა. სოფელში გზა არის გასაწმენდი, ადგილობრივი მთავრობა კი ყურადღებას არ გვაქცევს, "-განაცხადა მოსახელობამ. ცნობისთვის, უამინდობა საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. 872 3-ს მოსწონს
|