საზოგადოება ტაივანელმა მამაკაცმა სახლში მეძავი მიიყვანა,რომელსაც შემდეგ ვეღარ იშორებდა 2014, 1 ნოემბერი, 14:21 ტაივანელმა მამაკაცმა სახლში მეძავი მიიყვანა, რომელსაც შემდეგ ვეღარ იშორებდა...ძნელია სათქმელია რომელია აქედან "მტაცებელი" და რომელი "მსხვერპლი". ტაიბეიში მცხოვრები მამაკაცი ცოლთან ახალი გაყრილი იყო, როდესაც ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად ერთობოდა. 49 წლის ლინმა შეამჩნია ბარში ქალი, რომელიც მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ ძალიან "ელეგანტურად" გამოიყურებოდა.მეგობრებმა მამაკაცს მისი გაცნობა ურჩიეს. ლინმა ქალს სავიზიტო ბარათი დაუტოვა და უთხრა:"თუ მარტოსულად იგრძნობდა თავს მისთვის დაერეკა." 39 წლის ქალმა სახელად უ-მ მეორე დღესვე იგრძნო თავი "მარტოსულად" და ლინს დაურეკა წინადადებით:"მასთან ერთად ეცხოვრა ისე, კამპანიისთვის." ლინმა იფიქრა, თუ უფასოდ აცხოვრებდა სახლში ქალს და ამასთანევე გამოკვებავდა, იგი სამაგიეროდ სექსით გადაიხდიდა და დათანხმდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ უ-სთვის საკმარისი არ აღმოჩნდა საცხოვრებელი და საკვები, მან დამატებით ყოველ სექსუალურ აქტზე 100$ მოითხოვა.ლინი ამასაც დათანხმდა, თუმცა ერთ კვირაში მამაკაცი 1000 დოლარით გააღარიბა. შემდეგ მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ყველაფერ ამასთან ერთად ქალი მას ძარცვავდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ლინმა ქალი თავიდან მოეშორებინა, თუმცა მეძავმა ახალი პირობები წამოუყენა: მას წასასვლელი არსად არა აქვს და დამატებით 300$ მოთხოვა. ლინმა უარი განუცხადა თანხის გადახდაზე.ქალი კი წავიდა პოლიციაში და ლინს უჩივლა, -გამაუპატიურაო. თუმცა პოლიციამ სიმართლე დაადგინა და ქალი დააკავა.მას ბრალად ედება ძარცვა და ცრუ ჩვენება.უ-ს 15 წლიანი უფასო საცხოვრებელი აწი უკვე ციხეში ელოდება. 51 5-ს მოსწონს
|