საზოგადოება "მიყვარხარ და მომენატრები"-ნუცა ბუზალაძე მეწყვილის გარეშე დარჩა? 2014, 31 ოქტომბერი, 21:34 "ახალი ტალღა" 2014 წლის გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე ამჯერად ბედს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ცდის. სიმღერისადმი მიდრეკილება სულ პატარამ, წლინახევრის ასაკში გამოამჟღავნა. სიარული და ლაპარაკი თითქმის არ იცოდა, როდესაც "იავნანას" მელოდიები გაიმეორა. ოჯახი მაშინვე მიხვდა, რომ მომავალ მომღერალს ზრდიდნენ. პირველ კლასში იყო, როდესაც ანსამბლ "მართვეში", შემდეგ კი "მზიურში" მღეროდა. 14 წლის ასაკში კი უკვე პროექტ "ნიჭიერში" სცადა ბედი. მოგვიანებით ბერას სტუდიაში მოხვდა, სადაც დიდი გამოცდილება შეიძინა. მოგვიანებით, კი პტოექტ "ერთი-ერთში" ვიხილეთ. მომღერალი შესანიშნავადაც ცეკვავს. ნუცა ძალიან შრომისმოყვარეა და შედეგიც არ აყოვნების, ჟიურისაგან მუდამ უმაღლეს ქულებს იღებს. რამდენიმე დღის მანძილზე ნუცას მეწყვილის, რატი გაჩეჩილაძის გარეშე დარჩა. "ჩემი მეწყვილე ხვალ თურქეთში მიდის საერთაშორისო კონკურსზე და ძალიან გთხოვთ ყველამ წარმატებები ვუსურვოთ. რატი ბდარწმუნებული ვარ რომ, ქართველი წყვილებიდან ვინც მიდის იმათ ყველას მოუგებ!!! მინიმუმ ნახევარფინალში გახვალ! იმიტომ რომ შენ ხარ საუკეთესო, საერთოდ ყველაზე მაგარი. ეს გახსოვდეს ყოველთვის. მიყვარხარ და მომენატრები ეს ორი დღე ძალიან! აბა შენ იცი, მე შენი მჯერა"-წერს ნუცა სოციალურ ქსელში. იმედია გაცდენილი დღეები შემდგომ ოთხშაბათს წყვილის მიერ შესრულებული ცეკვის ხარისხზე არ აისახება. ვუსურვოთ რატის და ნუცას წარმატებები... 1211 7-ს მოსწონს 1-ს არა
|