x
image
ციცი
Mediator image
სკანდალი "ნიჭიერში"! ანრი ჯოხაძე-"ამალია მე შენ მიყვარხარ !!!"
image
როგორც იცით, ყველაზე რეიტინგულმა შოუმ "ნიჭიერმა", ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 27 ოქტომბერს სტარტი აიღო.

განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 39 წლის ქალბატონმა, ამალია ჯიბლაძემ. მისმა ნამღერმა დიდი ემოციები და ცრემლები გამოიწვია ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს შორის. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ რუსთაველი ქალბატონი ნამდვილად ნიჭიერი იყო.

მაგრამ ამალიას ნიჭიერებაში ეჭვი შეიტანეს და განაცხადეს, რომ მან ფონოგრამით იმღერა.

მათ შორის მომღერალმა ანრი ჯოხაძემაც, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ამალია ფონოგრამით მღეროდა და საზოგადოება ამით მოატყუეს:


"მგონი, ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია. მაკააარრრ, მოგვატყუეს მაკააარრრ!!! "

ანრი ჯოხაძის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა. ქართველი საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო, ზოგს სჯერა ამალიას ნიჭიერების და ზოგიც თვლის, რომ ფონოგრამით იმღერა.

მას შემდეგ, რაც ანრის სტატუსმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა და განხილვის თემად იქცა, მომღერალმა გადაწყვიტა, რომ ბოდიში მოეხადა რუსთაველი ქალბატონისთვის.

ანრი "რუსთავი 2-ში" ვარდების თაიგულით მივიდა ამალია ჯიბლაძისთვის ბოდიშის მოსახდელად:

"ამას ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს, რომ არ მოვსულიყავი და არ მოგფერებოდი...

ნამდვილად მიმაჩნია მეც და მთელ ჩემს ოჯახს, რომ ხარ ძალიან, ძალიან ნიჭიერი..."

"მე გიგულშემატკივრებ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო შენს მხარეს იდგება..."

ამის შემდეგ კი ანრიმ "ფეისბუქზე" ატვირთა ფოტო წარწერით:

"ამალია მე შენ მიყვარხარ !!!"

image

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ამ სკანდალთან დაკავშირებით შემდგ განცხადებას ავრცელებს:

"არხის სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით!"

image

2
253
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
253
  
2014, 31 ოქტომბერი, 8:16
გეთანხმები და სტატუსი, რომ წაშალა ამიტ რა გააკეთა, სიტყვებს უკან მაინც ვეღარ დაიბრუნებს...
2014, 31 ოქტომბერი, 0:19
ანრის საქციელს პირფერობა და მლიქვნელობა ქვია.


ერთია ის საკითხი მართლა მღეროდა თუ არა ფონოგრამით მაგრამ კაცი ჯერ ლანძღავს მერე ბოდიშს უხდის-თავის გადაფურთხებულს ლოკავს?
0 1 2