შოუბიზნესი სკანდალი "ნიჭიერში"! ანრი ჯოხაძე-"ამალია მე შენ მიყვარხარ !!!" 2014, 30 ოქტომბერი, 21:54 ![]() როგორც იცით, ყველაზე რეიტინგულმა შოუმ "ნიჭიერმა", ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 27 ოქტომბერს სტარტი აიღო. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 39 წლის ქალბატონმა, ამალია ჯიბლაძემ. მისმა ნამღერმა დიდი ემოციები და ცრემლები გამოიწვია ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს შორის. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ რუსთაველი ქალბატონი ნამდვილად ნიჭიერი იყო. მაგრამ ამალიას ნიჭიერებაში ეჭვი შეიტანეს და განაცხადეს, რომ მან ფონოგრამით იმღერა. მათ შორის მომღერალმა ანრი ჯოხაძემაც, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ამალია ფონოგრამით მღეროდა და საზოგადოება ამით მოატყუეს: "მგონი, ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია. მაკააარრრ, მოგვატყუეს მაკააარრრ!!! " ანრი ჯოხაძის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა. ქართველი საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო, ზოგს სჯერა ამალიას ნიჭიერების და ზოგიც თვლის, რომ ფონოგრამით იმღერა. მას შემდეგ, რაც ანრის სტატუსმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა და განხილვის თემად იქცა, მომღერალმა გადაწყვიტა, რომ ბოდიში მოეხადა რუსთაველი ქალბატონისთვის. ანრი "რუსთავი 2-ში" ვარდების თაიგულით მივიდა ამალია ჯიბლაძისთვის ბოდიშის მოსახდელად: "ამას ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს, რომ არ მოვსულიყავი და არ მოგფერებოდი... ნამდვილად მიმაჩნია მეც და მთელ ჩემს ოჯახს, რომ ხარ ძალიან, ძალიან ნიჭიერი..." "მე გიგულშემატკივრებ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო შენს მხარეს იდგება..." ამის შემდეგ კი ანრიმ "ფეისბუქზე" ატვირთა ფოტო წარწერით: "ამალია მე შენ მიყვარხარ !!!" ![]() ![]() 253 3-ს მოსწონს |
ერთია ის საკითხი მართლა მღეროდა თუ არა ფონოგრამით მაგრამ კაცი ჯერ ლანძღავს მერე ბოდიშს უხდის-თავის გადაფურთხებულს ლოკავს?