
რეკორდი დამყარდა 2.0-დან 2.5 ლიტრიანი დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებს შორის გამართულ შეჯიბრზე. რბოლას 23 პილოტი ესწრებოდა, რომელთა შორისაც პროფესიონალებთან ერთად მოყვარულებიც იყვნენ. თითოეული პილოტი ავტომობილს დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მართავდა.

რბოლაში მონაწილეობას Mazda 6-ის მოდელის 3 ავტომობილი იღებდა, რომელსაც 2.2 ლიტრიანი SkyActiv-D-ის ძრავი ჰქონდა და 175 ცხენისძალის ტოლი სიმძლავრის განვითარება შეეძლო.

ავტომობილებით 24 საათის განმავლობაში 5300 კმ-იანი მონაკვეთი გაიარეს. რბოლის დროს საშუალო სიჩქარედ 221.072 კმ/სთ დაფიქსირდა, რაც წინა რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება. შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი 209.824 კმ/სთ იყო.