საზოგადოება საშინელი სელფი:ქმრისგან ნაცემმა გოგონამ გადაიღო ფოტოები და დადო ინტერნეტში 2014, 30 ოქტომბერი, 11:41 იმისთვის, რომ საზოგადოებას ოჯახური ძალადობის პრობლემისთვის ყურადღება მიექცია. ხორვატმა გოგონამ არაჩვეულებრივი მეთოდით გადაწყვიტა მიექცია საზოგადოების ყურადღება.ქმარი მას პერიოდულად სცემდა, გოგონა კი ამას ყველაფერს დოკუმენტურად აფიქსირებდა...არა, ექიმთან კი არ გარბოდა, არამედ ტელეფონით იღებდა სურათებს, ამონტაჟებდა კადრებს და уoutube-ზე დებდა. ვიდეოს მიწერილი აქვს გოგონას კომენტარი;რომ ეს არის მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წელიწადი.ანუ როცა გათხოვდა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.წუთნახევარიან ვიდეოში ჩანს, როგორ იცვლება სიმპატიური მხიარული გოგონას სახე და როგორ აღიბეჭდება მის გამომეტყველებაში სასოწარკვეთა.ვიდეო მთავრდება თხოვნით:"მიშველეთ, ვიცი ხვალ რაც მოხდება." ოჯახური ძალადობა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება..მით უმეტეს გასაოცარია, რომ კანადაში სულ ახლახან გამოვიდა მოლავი აშრაფ ალი ტანვის წიგნი-სახელმძღვანელო სახელწოდებით "როგორ უნდა ცემო სწორად ცოლი".სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ცოლის ცემის ინსტრუქცია და მისი კონტროლირება. 299 3-ს მოსწონს
|