x
image
ციცი
Mediator image
თურქული სერიალების გმირი ნინი ბადურაშვილით მოიხიბლა. მომღერალმა პროექტი დატოვა.
image
სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-5 სეზონში ცნობილ ვარსკვლავებს შორის კონკურსში, მომღერალი ნინი ბადურაშვილიც იღებდა მონაწილეობას.

ეს პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და კიდევ უფრო საინტერესო იყო გუშინდელი, მეოთხე ტური, რადგან ჟიურის წევრად მოწვეული ჰყავდათ ქართველი მანდილოსნების გულთამპყრობელი, თურქული სერიალების გმირი, მურატ ილდიმირი.

ნინი ბადურაშვილი ოთო ფოლადაშვილთან წყვილში ცეკვავდა, მათ ტანგო იცეკვეს. ცეკვის შემდეგ წამყვანის, ნანკა კალატოზიშვილის კითხვაზე:

"-მურატ ეს სილამაზე როგორ მოგეწონათ, ერის სიამაყე?!"


მურატმა უპასუხა:

"-ნინი ძალიან წარმტაცი და ლამაზია!"

მიუხედავად მურატის ასეთი სიტყვებისა ნინის მიმართ, ნინი და ოთო აუტსაიდერებში აღმოჩდნენ და პროექტი დატოვეს.

მომღერალი ფიქრობს, რომ მათ ღირსეულად დატოვეს პროექტი და იგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მადლობას უხდის თავის მხარდამჭერებს:

"-მთავარი ის არის, რომ კარგი ცეკვა იყო და ღირსეულად დავტოვეთ პროექტი... დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში ოთოს!"

image


ნინი ბადურაშვილის "ფეისბუქის" მეგობრებმა, თავიანთი დამოკიდებულება ამ წყვილის პროექტს გარეთ დატოვების გამო, კომენტარებში გამოხატეს:

"ისე მერამდენე სეზონია ვაკვირდები, რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით ნაკლები ხალხი უმესიჯებს. რა კრიტერიუმებით ხდება დამესიჯება ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ნამდვილად მიმაჩნია, არ უნდა დაგეტოვებინა პროექტი ამ ეტაპზე ყოველშემთხვევისთვის, მე პირადად ვხედავდი როგორ შრომობდი და აკეთებდი ყველაფერს ლამაზი და ძლიერი გამოსვლებისთვის. წარმატებები პირად ცხოვრებაში..."

"დაკარგა პროექტმა ყველაზე ყურებადი წყვილი... ნინი, ქართველებმა ვიცით არაადეკვატური შეფასება... ისე ძალიან მიკვირს, რას გერჩის ეს ხალხი?!"imageimage

1
2390
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2390
  
2014, 29 ოქტომბერი, 14:51
ანუ აცმევინეს?
0 1 1