x
image
worldsport.ge
ლევან ყენია "კარპატის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების პროცესშია

imageქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია დიდი ალბათობით კარიერას კვლავ ლვოვის "კარპატში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა "მსოფლიო სპორტთან" საუბარისას დაადასტურა.
გერმანული "შალკეს" და "ფორტუნას" ყოფილი ფეხბურთელი დიდი ხანი ახალ კლუბს ეძებდა და საბოლოოდ ლვოვის "კარპატს" მიაშურა, რომლის ღირსებასაც 2012/13 წლების სეზონში იცავდა.
ლევან ყენია ამჟამად უკრაინაშია და კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
- გავრცელებული ინფორმაციით, კარიერას კვლავ ლვოვის "კარპატში" გააგრძელებთ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
ლევან ყენია: "ჯერ არ ვადასტურებ, გამორიცხული არაფერია."
- "კარპატის" ხელმძღვანელობას თუ შეხვდით?
- კი და კონტრაქტზე პატარა გაუგებრობა გვაქვს?
- რას გულისხმობთ?
- ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?
- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ თამაშის საშუალება მალე მომეცემა.
"კარპატის" შემადგენლობაში აგრეთვე თამაშობს საქართველოს ნაკრების მცველი ბუბა დაუშვილი. ლევან ყენიამ ლვოველთა რიგებში 2012/13 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0