x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პატიების არაჩვეულებრივი ისტორიები
არსებობს დანაშაული და შეცდომა, რომლის პატიებაც ძნელია ან შეუძლებელი...შემდგომ ნდობის მოპოვებაც უფრო გაძნელებულია...თუმცა არსებობს მასშტაბური ან ლოკალური დანაშაულის ისტორიები, რომელიც შენდობილი იქნა..თუ რატომ, ძნელია გაიგო...


1-ქალაქის მაცხოვრებლებმა იმ ადამიანს აპატიეს, რომელიც მათ ბომბავდა.


ნობიო ფუძიტა იაპონელი მფრინავი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელმაც დაბომბა 1942 წელს აშშ-ს დასავლეთ სანაპირო, რის შედეგადაც ორეგონის შტატში ტყეებს მასიური ხანძარი გაუჩნდათ.მფრინავმა ყველაზე მეტად დააზარალა პატარა ქალაქი ბრუკინგსი.

image


































1962 წელ მფრინავმა გადაწყვიტა ქალაქ ბრუკინგს წვეოდა და მათთვის პატიება ეთხოვა.კეთილი ნების გამოხატვის აღსანიშნავად მან 400 წლიანი სამურაის ხმალი გადასცა ქალაქს საჩუქრად.

image






















გარდაცვალებამდე(1997წ) ნობიო ფუძიტა კიდევ ოთხჯერ ეწვია დაძმობილებულ ქალაქს.

ამჟამად მისი ხმალი ქალაქის ბიბლიოთეკაში ინახება, როგორც სიმბოლო ქალაქის და ადამიანის მეგობრობისა, რომელსაც ოდესღაც მისი განადგურება სურდა.

image























2-ახალგაზრდა კაცმა ქალს აპატია მამის მკვლელობა


2003 წელს შანტე ილარდმა ტეხასის შტატიდან გაიტანა მამაკაცი სახელად გრეგორი ბიგსი..იგი საქარე მინაში გაიჭედა...თუმცა ქალმა არა თუ გააჩერა მანქანა ან სამედიცინო დახმარება გამოიძახა...პირიქით მოუმატა სისწრაფეს და მიიმალა.


ყველაზე საშინელი ის არის, რომ მედიკოსების დასკვნით, მამაკაცს დროულად რომ აღმოჩენოდა დახმარება, იგი გადარჩებოდა.

image














შედეგად სასამართლომ 50 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქალს და კიდევ 10 წელი ჩვენების გაყალბებისთვის დაუმატა...


უცნაურია მაგრამ სასამართლო პროცესის დასასრულს ბიგსის ერთადერთმა შვილმა განაცხადა, რომ პატიობს შანტეს მამის მკვლელობას და მის მიმართ გულში სიძულვილს არ ატარებს.


2007 წელს ამ ამბის მიხედვით გადაიღეს ფილმი "ჩასაფრება".

კადრი ფილმიდან "ჩასაფრება"














კადრი ფილმიდან "ჩასაფრება"




3-მამაკაცმა თავის ძმის მკვლელს აპატია და შემდგომ მასთან დამეგობრდა კიდეც



1992 წელს მანჰეტენზე პოლიცია ატარებდა რეიდს, რომ დაეკავებინათ ნარკოტიკებით მოვაჭრე, 17 წლის ვოფრედო კოლენა, თუმცა პოლიციამ იგი გარდაცვლილი აღმოაჩინა...იგი სამმა მოზარდმა მოკლა...მთავარი მათ შორის აღმოჩნდა 15 წლის მაიკლ როუ...

მოზარდი დაიჭირეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

image

















ვოლფრედოს დარჩა უმცროსი ძმა ენტონი..რომელიც მთელი წლების განმავლობაში მარტო იზრდებოდა.....ენტონი შურიძიების წყურვილით იყო შეპყრობილი..მას ერთი სული ჰქონდა როდის გამოვიდოდა ციხიდან მაიკლ როუ, რომ შური ეძია..თუმცა ერთ მშვენეირ დღეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც ენტონი რელიგიით და ლოცვებით დაინტერესდა.

image2006 წელს როი და ენტონი შეხვდენ ერთმანეთს..მან აპატია ძმის მკვლელობა.მეტიც ისინი დამეგობრდნენ..თუმცა როი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე მოკლეს...

image

















4-რომის პაპმა აპატია იმ ადამიანს, რომელსაც მისი მოკვლა სურდა



1981 წლის 13 მაისს რომის პაპს იოანე პავლე II-ს თავს დაესხნენ წმინდა პეტრეს მოედანზე რომში.პაპმა სერიოზული ჭრილობა მიიღო.ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ მის სიცოცხლის გადასარჩენათ..თუმცა რომის პაპს ერთი წუთითაც არ გაუვლია გულში სიძულვილი მკვლელის მიმართ.

image

იგი რადიკალური ისლამური დაჯგუფების წევრს, რომლებიც მსოფლიო ლიდერებზე ნადირობდნენ, ციხეში ეწვია და ყველაფერი აპატია.


იგი გახლდათ 23 წლის მეჰმედ ალი აღჯა თურქეთიდან.

image























5-რელიგიური კომუნის წევრებმა 5 ბავშვის მკვლელს შეუნდეს



ამიში, -ეს არის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც წყნარ და განცალკევებულ ცხოვრებას ეწევა..თუმცა მათი სიმყუდროვე 2007 წლის სექტემბერში იქნა დარღვეული, როდესაც ჩარლზ რობერტსი, რომელიც ამიშის დასახლებას რძით ამარაგებდა, შეიჭრა სკოლაში და უმისამართო ცეცხლი გაუხსნა ბავშვებს.

imageინციდენტის შედეგად დაიღუპა 5 ბავშვი..როგორც გაირკვა ჩარლზის განრისხების მიზეზი აღმოჩნდა ღმერთი, რომელმაც 9 თვის ბავშვი წაართვა.


დაღუპული ბავშვების მშობლებმა აპატიეს რობერტსს.მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს:"ჩვენ ვპატიობთ იმ საშინელ დანაშაულს, რაც მან ჩაიდინა".image

1
326
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
2014, 16 ოქტომბერი, 11:26
დიდსულოვნებაა,მე გამიჭირდებოდა
0 1 1