საზოგადოება 10 თვის გოგონა გარდაცვლილი მამის სხეულის ქვეშ სამი დღე იმყოფებოდა 2014, 15 ოქტომბერი, 15:13 10 თვის გოგონა გადარჩა მას შემდეგ, რაც 3 დღე იმყოფებოდა გარდაცვლილი მამის სხეულის ქვეშ. პოლიციის განცხადებით 43 წლის მამაკაცი ლუიზიანიდან ჯეისონ ფილდსი(Jason Fields) საწოლზე იყო წამომჯდარი და ლეპტოპით სარგებლობდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. მამაკაცი გადავარდა და გვერდზე მწოლიარე 10 თვის გოგონას ზედ დაეცა.ჯეისონი გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ მამის გაღვიძებას მისი 5 წლის ვაჟი ეცადა, თუმცა უშედეგოდ.ამის შემდეგ შეშინებულმა ბავშვმა მეზობელს უხმო საშველად. მანვე გამოიძახა სასწრაფო.ბავშვი მრავლობითი დაჭეჭილობით შრივპორტის(ლუიზიანა) University health-ის სამედიცინო ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც თავდაპირველად 10 თვის ბეტის კრუნჩხვები დაემართა, თუმცა ექიმების განცხადებით, ამჯერად ბავშვი კარგად გრძნობს თავს და კვირა დილიდან მოყოლებული სათამაშოებით ერთობა. ბეტის დედა ციხეში იმყოფებოდა, მომხდარის გამო იგი ვადაზე ადრე იქნა განთავისუფლებული საპატიმროდან და ამჟამად საავადმყოფოში ბეტისთან იმყოფება.აქვეა მისი უფროსი ვაჟი რიკიც. 740 6-ს მოსწონს
|