ესპანეთში ცნობილი და პოპულარული ტელეწამყვანი, მარია ერნანდესი ჯერ იყო და თითქოს იძახდა, კრიშტიანუ რონალდუ მიყვარს და იმის იქით კაცის დანახვაც არ მინდაო. ახლა კი, პირინელი ტაბლოიდები წერენ, თითქოს მარიას ”ბეტისის” მობურთალი, რუბენ კასტრო ჰყავდეს ჩავარდნილი გულშიო.
ამასწინათ, ერთ-ერთმა ესპანურმა “ყვითელმა” ჟურნალმა ისიც კი დაწერა, მარია ერნანდესი რუბენ კასტროსგან ორსულადაა და მათ დაქორწინებას წინ აღარაფერი უდგასო. ეს ჭორები როგორც ჩანს ნამეტანი ამოუვიდა ყელში მარია ერნანდესს და იძულებული გახდა, სპეციალური პრესკონფერენცია მოეწვია.
მედიის წარმომადგენლებთან ესპანელმა ლამაზმანმა განაცხადა, რომ მას რუბენ კასტროსთან ნაცნობობის გარდა არაფერი აკავშირებს, კრიშტიანუ რონალდუს კი წესიერადაც კი არ იცნობს. ქალი ამბობს, ჩემი პრობლემებიც ოხრადა მაქვს და ჟურნალისტებმა თავი დამანებეთო, მაგრამ ასეთი ქალისთვის თავის დანებება იქნება?!..
www.worldsport.ge