ფეხბურთი
სიმულაციის ახალი ხერხი ლეანდრო დამიაოს შესრულებით
2014, 13 ოქტომბერი, 21:35
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ლეანდრო დამიაო სამშობლოში თამაშობს. “ტოტენჰემის” ყოფილი სამიზნე “სანტოსის” ფორვარდია.
“დეილი მეილზე” დამიაოს შესრულებით საინტერესო ვიდეო გაჩნდა. სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა ბრაზილიურ კლუბ “კრიკიუმასთან” თამაშში სიმულაციის საინტერესო და შეიძლება ითქვას, ინოვაციურ ხერხს მიმართა. არბიტრის დასანახად მეტოქის საჯარიმოში საკუთარი მაისური თავად დაქაჩა, თუმცა მსაჯმა ფეხბურთელის ქმედება ვერ შენიშნა.
შეხვედრა “სანტოსის” გამარჯვებით დასრულდა (3:0).
https://www.youtube.com/watch?v=ggRiQdJOu3c
დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge