x
image
worldsport.ge
ესიენი: "ებოლას ვირუსი არ მაქვს"

imageგანის ეროვნული ნაკრების და "მილანის" ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა უარყო ჭორები თითქოს მას აფრიკაში გავრცელებული ებოლას ვირუსი შეეყარა.
ლონდონის "ჩელსის" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გვინეის წინააღმდეგ (1:1) მონაწილეობა ვერ მიიღო. სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა ჭორი, რომ განელს ებოლას ვირუსი შეეყარა.
"ჯანმრთელად ვარ და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კარგად ვარ და ხვალ ჩვეულად ვივარჯიშებ. ებოლას ვირუსი სერიოზულია და ხალხმა ამაზე არ უნდა იცინოს. ვინც ასეთი სახის ინფორმაცია გაავრცელა, არაპროფესიონალი და უგრძნობელია." - განაცხადა ესიენმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.
მოგვიანებით ესიენთან დაკავშირებული ჭორები იტალიურმა "მილანმაც" უარყო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0