საზოგადოება პირველი ოფიციალური ბავშვი-პატარძალი ნორვეგიაში 2014, 11 ოქტომბერი, 15:02 თეა 12 წლისაა, იგი პირველი ოფიციალური ბავშვი-პატარძალია ნორვეგიაში.დღეს 11 ოქტომბერს იგი საზეიმო საკურთხეველთან მივა და მისთხოვდება 37 წლის მამაკაცს. პირველმა ოფიციალურმა ბავშვის ქორწინებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ნორვეგიულ საზოგადოებაში.პროტესტის ტალღა დუღს.ყურადღების ცენტრშია ბლოგი, რომელიც თეამ გახსნა. "მე მქვია თეა, ვარ თორმეტი წლის და ამ თვეში ვთხოვდები". თეას ამ განცხადებას მყისიერი რეაქცია მოყვა ნორვეგიაში.არ ცხრება წერილები..მოსახლეობა პოლიციას კატეგორიულად სთხოვს შეაჩეროს ქორწინება. ათასობით ადამიანმა გააპროტესტა გოგონას ნაადრევი გათხოვება..წუხილით აღნიშნავდნენ სოციალურ მედიაში თუ რა სირთულეები შეიძლება შეექმნას ბავშვს...მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს შეაჩერონ დაუყონებლივ თეას ძალადობრივი ქორწინება .... 11 ოქტომბერი, ეს ხომ გოგონების საერთაშორისო დღეა. მოდით ახლა ნორვეგიელებივით ქართველი მკითხველიც არ ვანერვიულოთ.საქმე იმაშია რომ ეს არის პროექტი! პროექტი მისთვის, რომ მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ხმა აიმაღლოს ბავშვთა ძალადობრივი ქორწინების წინააღმდეგ.მსოფლიოში 39 ათასი გოგონას ართმევენ ბავშვობას ყოველდღიურად!ხოლო პროექტის ავტორებმა დღე 11 ოქტომბერი სპეციალურად შეარჩიეს. "ჩვენ გვჯერა, რომ პროვოკაცია არის ძლიერი ინსტრუმენტი იმის დემონსტრირებისთვის, რომ რეალობა მართლაც ძალიან საშიშია. იმედი გვაქვს, რომ ხალხი მობილიზებულია და შეეწინააღმდეგებიან ბავშვთა ქორწინებას.რადგან 39 ათასი გოგონას აუბედურებენ ყოველდღე. თეას ბლოგი არის მოწოდება იმისა, რომ მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, რათა დაეხმარონ ბავშვებს, რომლებსაც ყიდიან ზრდასრულ მამაკაცებზე."-აცხადებენ პროექტის ავტორები. დასასრულისთვის კი თქვენ გაეცნობით, რომ თუ ასე გაგრძელდა, მომავალ ათწლეულში 14 მლნ. გოგონა გათხოვდება მანამდე სანამ 18 წელი შეუსრულდება. 421 8-ს მოსწონს
|