x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი: " შენ ხარ ჩემი ყველაფერი! შენ ხარ ადამიანი, ვისთვისაც ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა!"

imageჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს. "ფეისბუქის" მის გვერდს თუ გადახედავთ ბევრ პოსტსა და ფოტოს წააწყდებით. ეს ყველაფერი კი იმ ნანუკაზე შეგიქმნით აზრს, რომელიც ტელეეკრანის მიღმა ცხოვრობს. ზოგჯერ თბილი, კრიტიკული და გულწრფელი.

ნანუკას ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე 17 წლის გახდა. დედამ გოგონას დაბადების დღე სოციალურ ქსელში თბილი სიტყვებით მიულოცა. "ზუსტად 17 წლის წინ დაიბადა. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ამაზე მაგარი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. შანსი არაა ავხსნა როგორ მიყვარს! წარმოუდგენელია ამის გადმოცემა! და წარმოუდგენელია იმის ახსნა როგორი მადლობელი ვარ ღმერთის რომ 17 წლის წინ პატარა, ლოყებზე ოდნავ სიწითლით, მსუქანა გოგო დავინახე! გოგო სახეზე ღიმილით! გოგო რომელიც ძალიან გავს მზეს! გილოცავ დე დაბადების დღეს! შენ ხარ ჩემი ყველაფერი! შენ ხარ ადამიანი, ვისთვისაც ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა! მარტო იმიტომ რომ შენ მყოლოდი!"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

როგორც ნანუკა აღნიშნავდა, მარიამი დამჯერე და შრომისმოყვარე ბავშვია. ჟურნალისტი ქალიშვილის განათლებაში დიდ ინვესტიციას დებს, იცის დაუფასდება. მარიამი ჯერ ისევ საქართველოში სწავლობს, მომავალი წლიდან კი ამერიკაში გაემგზავრება. გოგონა პოლიტოლოგიითაა დაინტერესებული. ჟურნალისტობა კი გადაიფიქრა, არ უნდა სულ დედას ადარებდნენ. ვუსურვოთ მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.image

image

0
260
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0