საზოგადოება ვარსკვლავები,რომლებიც ცხოველთა დაცვის გამო გაშიშვლდნენ 2014, 4 ოქტომბერი, 9:36 4 ოქტომბერს პლანეტა აღნიშნავს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს.ორგანიზაცია PETA((People for the Ethical Treatment of Animals) ცნობილია თავის საქმისადმი არაორდინალური მიდგომით და კეთიშობილი საქმიანობით, იმისთვის რომ ფაუნა შევინარჩუნოთ.
ამასთანავე დაარწმუნონ ყველაზე ლამაზი ვარსკვლავები, გაშიშვლდნენ იმის გულისთვის, რომ მათი სიცოცხლე იხსნან.
ცნობილი ლამაზმანები პოზირებენ საქველმოქმედო პლაკატებზე, მოუწოდებენ ხალხს არ ჩაიცვან ბეწვის ან ტყავის სამოსი და არ მიირთვან ხორცი.
1-პამელა ანდერსონი-ცხოველთა ერთ-ერთი უპირველესი დამცველი.იგი ყოველთვის მზადაა გაშიშვლდეს ცხოველთა გადარჩენის გულისთვის. პამელა აქტიურად თანამშრომლობს PETA-სთან. 2-ჯოანა კრუპა-პოლონელი სუპერმოდელი და Victoria’s secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი.გაშიშვლდა PETA -სთვის სამჯერ.თავიდან მოდელმა განაცხადა, რომ ვერ იტანს ბეწვეულს და საკმაოდ არაესთეტიკურ პლაკატში გადაიღეს."ბეწვეულის ტარება ულამაზოა". 3-სინდი კროუფორდი-ლამაზმანი განზე ვერ გადგა.. 4-კრისტი ერლინგტონი-90-იანი წლების მოდელი სრულიად გაშიშვლდა სარეკლამო პლაკატისთვის. 5-ოლივია მუნი-ჰოლივუდის ვარსკვლავი ორჯერ პოზირებდა PETA-სთვის.ერთხელ ცირკში სპილოების დასაცავად, ხოლო მეორედ სლოგანით:"მირჩევნია შიშველმა ვიარო, ვიდრე ბეწვის სამოსში გამოწყობილმა". 6-ალისია სილვერსტოუნი ულამაზესი ვეგეტერიანული სარეკლამო პლაკატის სახე გახდა. 7-ელიზაბეტ კანალისი.ჯორჯ კლუნთან დაშორების შემდეგ იტალიელი ვარსკვლავი თამამად გაშიშვლდა საქველმოქმედო მიზნებისთვის. 8-ბრიტანელმა მსახიობმა ჰელენ ბრანაგანმა ეფექტური პლაკატით მოუწოდა ადამიანებს უარი თქვან რეპტილიის ტყავისგან დამზადებულ პროდუქციაზე. 9-უარი ნიანგის ტყავისგან დამზადებულ ხელჩანთას და გველის ტყავის ქამარს.კიდევ ერთი ბრიტანელი მსახიობის, კელი ბრუკის პლაკატი. 10-ელენ რივასი-ინგლისელი ფეხბურთელის, ფრანკ ლემპარდის შეყვარებული ეფექტური მოწოდებით:"გიყვარდეს ესპანეთი, გძულდეს კორიდა". 49 4-ს მოსწონს
|