სხვა აუქციონებზე გაყიდული, ცნობილი ადამიანების ნაქონი ნივთების ფასები 2014, 29 სექტემბერი, 18:49 როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ესა თუ ის სამკაული, ტანსაცმელი თუ სხვა ნივთი, შეძენისას დიდხანს ვიფიქრებთ, თუ მისი ფასი მილიონს აღწევს. მაგრამ საკმარისია ამ ნივთს ერთხელ მაინც შეხებოდა ჩვენი საყვარელი ცნობილი ადამიანი, რომ მზად ვართ, ყველაფერი გავიღოთ მის მოსაპოვებლად. თუმცა, ამისთვის ფული ყოველთვის აუცილებელი ელემენტია. ამ სტატიაში გთავაზობთ, ამა თუ იმ აუქციონზე, ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანებს ეკუთვნოდათ. ზოგიერთი ნივთის ფასი დაზუსტებით არ არის ცნობილი, და მიახლოებითი ფასები წერია, რადგან როგორც წესი, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და მყიდველს არ სურს გაამჟღავნოს მის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა. ჯასტინ ბიბერის თმა - ფასი 40, 668 აშშ დოლარი. მერლინ მონროს რენდგენის სურათი - ფასი 45, 000 აშშ დოლარი. მაიკლ ჯექსონის კრისტალის ხელთათმანი - ფასი 40, 000- 60, 000 აშშ დოლარი. უნიტაზი ლედი გაგას ავტოგრაფით - 460, 000 აშშ დოლარი. რიჩარდ გირის გიტარების კოლექცია - 936, 438 აშშ დოლარი. სტივ მაქქვინის მრბოლელის კოსტუმი - 984, 000 აშშ დოლარი. მაიკლ ჯექსონის პიჯაკი - 1, 8 მილიონი აშშ დოლარი. ჯუდი გარლანდის ბოლო წყვილი ფეხსაცმელი - 2-3 მილიონი აშშ დოლარი. მერლინ მონროს ცნობილი კაბა - 4, 6 მილიონი აშშ დოლარი. ელიზაბეტ ტეილორის მარგალიტის ყელსაბამი - 11, 8 მილიონი აშშ დოლარი. 138 4-ს მოსწონს
|