დიეტოლოგია ალა პუგაჩოვას დიეტის საიდუმლო, რომლითაც 2 კვირაში 10 კილო დაიკლო. 2013, 15 მარტი, 23:54 ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა თავისი დიეტა გაემხილა და მან თავის ბლოგზე "დეტალურად" დაწერა ყველაფერი.
ის ახალგაზრდობაშიც 74 კილოზე ნაკლები არ ყოფილა, მისი გახდომის უამრავი მცდელობისა. მისი თქმით, ვარსკვლავს გახდომის მიზნით არაერთხელ უშიმშილია კიდეც. ამას შედეგი ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან უმნიშვნელო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ქრებოდა. მან ჯანსაღი ცხოვრების წესსაც მისდია. დარბოდა დილით, არ ჭამდა ცხიმიანს და არ ჭამდა ღამე. შედეგად მისმა წონამ კლების ნაცვლად მოიმატა და მომღერალი 84 კილო გახდა.
როგორც ცნობილი მომღერალი წერს, მისი დიეტის საიდუმლო დიეტოლოგების მიერ შემუშავებულ სპეციალურ ექსპერიმენტალურ მეთოდშია, რომელსაც "Slender+" ეწოდება.
რაც შეეხება ამ მეთოდს, ის უბრალოდ წიწიბურის კვების რაციონში დამატებას გულისხმობს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, წიწიბურა შეიცავს უნიკალურ ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას არეგულირებს და წვავს ზედმეტ ცხიმებს. თუ დილით წიწიბურას მიირთმევთ, რომელსაც ცოტაოდენი მარილი და ცხიმი ექნება, შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ და ამის შემდეგ მხოლოდ საარსებოდ მნიშვნელოვანი საკვების მიღება შეგიძლიათ დღის განმავლობაში. სწორედ წიწიბურის წყალობით დაიკლო ალა პუგაჩოვამ ორ კვირაში 10 კილო და კიდევ აპირებს დიეტის გაგრძელებას. 18858 22-ს მოსწონს 2-ს არა |
ალა შენ არ გეუბნები ))