x
image
პერსეპოლისი
ადამიანებისგან შემდგარი კოშკი - კატალონიელების კულტურული შედევრი, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული
image
ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ესპანეთში, რამდენიმე ათასი მამაკაცი, ქალი და ბავშვებიც კი, ერთმანეთის მხრებზე ასვლას ცდილობენ,
რათა შეიქმნას ყველაზე მაღალი და ძლიერი ადამიანური კოშკი კაცობრიობის ისტორიაში. ამ კოშკს კასტელსს უწოდებენ.
კასტელსი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ტრადიცია კატალონიაში, რომელიც 200 წელზე მეტია არსებობს და ცნობილია „ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების კოშკის“ სახელით.
მსოფლიოში აღიარებულია, როგორც იუნესკოს შედევრი, კაცობრიობის ზეპირსიტყვიერ და არამატერიალურ მემკვიდრეობად. ფესტივალი იმართება ყოველ მეორე ოქტომბერს ქალაქ ტარაგონაში, რომელშიც მონაწილეობას ასობით მონაწილე (ე.წ. castellers) და ჯამში ამ კოშკის სიმაღლე 10 სართულიან სახლს აღემატება.
ცეკვის მსგავსად, ამ კოშკის გამართულობა დამოკიდებულია სიძლიერეზე, ბალანსის დაცვაზე, გამბედაობასა და შეგრძნებებზე. კოშკის თავზე რა თქმა უნდა ყოველთვის ბავშვები ექცევიან, მათივე უსაფრთხოებისთვის.
ყოველწლიურად ამ ფესტივალით 20 000-ზე მეტი ადამიანი ინტერესდება და უფრო და უფრო მეტია მასზე დასწრების მსურველი. ეს დღე აღინიშნება და მიმდინარეობს მუსიკის, კონცერტების, ცეკვის, ქუჩის პერფომანსებისა და ფეიერვერკების თანხლებით, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იქ დამსწრე საზოგადოებაზე.

image


image


image


image



image


image


image


image


image


image


image


image


1
69
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
69
  
2014, 11 აგვისტო, 17:15
მოსცლიათ რაა...
0 1 1