x
image
პერსეპოლისი
ანა ტურაზაშვილი - მორიგი წარმატებული ქართველი საქართველოს ფარგლებს გარეთ
imageსაქართველოს ფარგლებს გარეთ უამრავი ქართველი მოღვაწეობს, რომლებიც თავიანთ სფეროში დიდ წარმატებას აღწევენ, მაგრამ ხშირად ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად ქართველებისთვის არის ცნობილი, რაც უამრავი ფაქტორით არის განპირობებული.


ერთ-ერთი მორიგი წარმატებული ქართველი, რომელსაც საქართველოში ფართო საზოგადოება არ იცნობს, ბალერინა ანა ტურაზაშვილია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა როგორც ანასთვის, ასევე საქართველოსთვის.

ანა ტურაზაშვილი 1989 წელს, თბილისში დაიბადა. 1999 წელს იგი ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაირიცხა და თავიდანვე გამოირჩეოდა როგორც საბალეტო მონაცემების, ასევე ცეკვის მხრივ. 2004-2007 წლებში სწავლა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიის აკადემიაში განაგრძო.

2007-2009 წლებში ტურაზაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში განაგრძო ცეკვა, ხოლო 2009 წელს ისევ მოსკოვში გადაწყვიტა წასვლა და დიდი თეატრის დასის ბალერინა გახდა. დღეს კი, ანა ერთ-ერთია მოსკოვის დიდი თეატრის მოცეკვავეთა შორის, რომლებიც სულ ახლახანს „დაწინაურდნენ“, რაც მისი დიდი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა.

ანა ახლა დასასვენებლად საქართველოში იმყოფება და ახალი სეზონიდან მოსკოვის დიდ თეატრს სოლისტის სახით დაუბრუნდება.

image


image


image



image


image


image




0
320
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0