x
image
პერსეპოლისი
მსოფლიოში ყველაზე პატარა,ხელნაკეთი სათამაშოები.

ვიეტნამში, ერთ-ერთმა ოჯახმა ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, მიმზიდველი ბიზნესი მოიფიქრა, რომელიც დღეს არამარტო ვიეტნამის, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ხუთმა ადამიანმა დააარსა კომპანია „სუამი“, რომელიც იმ ხუთ ადამიანს აერთიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ საუკეთესო რამ ამ ცხოვრებაში ყველაზე პატარა რაღაცეებია. ეს „რაღაცეები“, ამ შემთხვევაში ხელნაკეთი სათამაშოები არის, რომლებიც იმდენად პატარა ზომის არიან, რომ შეგიძლიათ თითის წვერზე დაიტიოთ. მათი
ზომა 0, 5 მილიმეტრიდან 2 სანტიმეტრამდე მერყეობს. არის უფრო დიდი ზომის სათამაშოები, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ის არის, რომ თითის წვერზე უნდა ეტეოდეს.
ეს პატარა სათამაშოები ძალიან მალე გახდნენ პოპულარულები და ახლა მათი შეძენა და გამოწერა, პირდაპირ საიტის მეშვეობითაც შეიძლება, რაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მცხოვრებს აძლევს საშუალებას, ვიეტნამის აწ უკვე სავიზიტო ბარათი იქ ჩაუსვლელად შეიძინოს. ფასები კი ვერ ვიტყვით, რომ დაბალია. ზოგიერთის ფასი
12 აშშ დოლარია, ზოგის კი 80 დოლარსაც აღემატება. ამ ყველაფერში მართლაც დიდი შრომა არის ჩადებული და ფასიც ალბათ აქედან გამომდინარეობს.
ამ სტატიაში „სუამის“ პატარა ხელნაკეთი სათამაშოების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. მათი კოლექცია იმდენად დიდია, რომ მათი ბოლომდე დათვალიერებაც კი შეუძლებელია.

image
imageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimage


0
78
11-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0