საზოგადოება ინგლისელმა მეეზოვემ 7 მილიონი დოლარი მოიგო 2014, 27 სექტემბერი, 14:04 დილით ადრე ლონდონელმა მეეზოვემ შეიტყო, რომ ლატარიაში 4, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო, თუმცა ვითომც არაფერიო, იმავე დილით შეუდგა თავის სამსახურეობრივი სამუშაოს შესრულებას, -ქუჩების დასუფთავებას. მამაკაცმა განაცხადა, რომ უბრალოდ ვერ დაიჯერა, რომ ასეთი ბედნიერება ხვდა წილად.გასულ კვირას გამოვლინდა ბრიტანული Lotto-ს მორიგი გამარჯვებული.გამარჯევბული გახდა 42 წლის მეეზოვე ჯოზეფ უაიტინგი. ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა აქენტი არა უზარმაზარ მოგებულ თანხაზე გააკეთეს, -4, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი(7, 3 მლნ.$), არამედ იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ მამაკაცმა, რომელმაც არ დაიჯერა მოგება, ჩვეულებრივად გააგრძელა ჩრდილოეთ ლონდონის ქუჩების დასუფთავება. ჯოზეფის განცხადებით მან სრულიად შემთხვევით იყიდა ლატარიის ბილეთი და არც უფიქრია და უოცნებია, რომ მოიგებდა. "იმ დღეს საერთოდ არ ვაპირებდი სახლიდან გამოსვლას, მაგრამ ნათესავმა მთხოვა მისთვის პური შემეძინა...მაღაზიასთან რომ მივედი უკვე იკეტებოდა, უცებ რატომღაც გადავწყვიტე ლატარიის ბილეთიც მეყიდა, მე ლატარიის მოყვარული არ ვარ და დღესაც ვერ გამიგია რამ მიბიძგა ბილეთი მეყიდა..როგორც ჩანს ეს ბედი იყო." მეორე დილით მეეზოვემ შეამოწმა ბილეთი და თვალებს არ დაუჯერა, ყველა 6 ციფრი მოგებულ კომბინაციას ემთხვეოდა. "დილის 4 საათი იყო, რომ გამეღვიძა-ამბობს ჯოზეფი Metro-სთან ინტერვიუში, -ციფრები ტელეტექსტს შევუხამე, ყველა დაემთხვა, მერე კიდევ რამდენჯერმე გადავამოწმე ბილეთი, ვადარებდი ეკრანზე გამოსახულ ციფრებს.სათვალეც არ მქონდა..შემდეგ დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ მე მგონი ლატარეა მოვიგე...დედამ მიპასუხა, რომ ამ დილა ადრიან ხუმრობის დრო იყო და სჯობია სამსახურში წასვლისთვის მოემზადო." მართლაც ჯოზეფი დილის 5 საათზე ადგა, აიღო ცოცხი, აქანდაზი და გაემართა ჩრდილოეთ ლონდონის ქუჩების დასახვეტად, თუმცა მოგებული ბილეთი სულ გონებაში უტრიალებდა. სახლში დაბრუნებულმა დარეკა ლატარიის კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ იგი მოგებულია. მამაკაცმა როგორც იქნა გააცნობიერა თუ რამხელა ბედნიერება ხვდა წილად, მან მიატოვა სამუშაო, აპირებს სახლის ყიდვას, ბავშვებთან ერთად დისნეილენდის მონახულებას და მართვის მოწმობის აღებას, რომ იმავე ლონდონის ქუჩებში იაროს, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ასუფთავებდა. 125 5-ს მოსწონს
|