x
image
beko777
ფოტოშოფის 15 უნიჭო შედეგი
ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ შანსი არ არის ადამიანი სურათზე ნახო, მერე ცოცხლად ნახო და 10-დან 5 მსგავსება მაინც აღმოაჩინო მათ შორის, კი - ეს სამწუხაროა, მაგრამ სად გაექცევი რეალობას? ვერსად ბატონო...
საქართველოში ფოტოშოფის შემოსვლის დღიდან (ეს ალბათ შორეულ 90-ანების შუა წელიდან იყო) დაიწყეს საკუთარი სურათების შელამაზება, გაჩნდნენ დილეტანტები, გავიდა დრო და დილეტანტები გადაიქცნენ პროფესიონალებად და განვითარდა ფოტოშოფიც და გამოჩნდა ახალი პროგრამებიც, რომელიც ისეთ ფერთა გამას და სცენურ განათებას დაგიყენებთ ფოტოზე, რომ შანსი არაა - ლამაზმანად არ გაქციოთ.


ქვემოთ გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ინტერნეტში მოვიძიეთ და ფოტოშოფის 15 უნიჭო შედეგი დავარქვით და შესაბამისად არ უნდა გაგიჭირდეთ იმის შემჩნევა, თუ რას ცდილობდნენ ან ფოტოს ავტორები, ან ფოტოს გმირები ან ისინი ვისაც ძალია უნდოდა მაგარი გამოსულიყო ამ სურათებზე
საქართველოს ვარიანტში რა იქნებოდა კაცმა არიცის, ამიტომ დღეს უცხოელი იუზერებისგან ატვირთული ფოტოების 15 ერთეული დავათვალიეროთ


1. იმდენს ეცადა ეს ვაჟკაცი, რომ მუსკულატურა არნოლდ შვარცნეგერის ახალგაზრდობის მუსკულებს დამსგავსებოდა, რომ კი დაავიწყდა ცოტა რბილად ემუშავა, გათბობის ბატარეიას დააკვირდით, საწყალი - როგორი გაღუნულია აიფონ ექვსივით

image

2. რატომ უნდა იხეხო ყოველ დილით კბილები და რატომ უნდა ხარჯო ფულები სახეხ საშუალებებში, როცა არსებობს ფოტოშოფი და კბილების გათეთრების უფასო ხერხები


image

3. საწყალი - ფოტორედაქტორს ალბათ გამორჩა, რომ მარჯვენა ხელის მტევანი ამხელა არ უნდა იყოს და მას ცოტა დაპატარავება სჭირდებოდა სურათზე მუშაობის დროს

image

4. რა უფრო სასაცილოა ამ სურათში - ის, რომ გოგონას მესამე ხელი გამოეზარდა თუ ის, რომ მემონტაჟე იმდენად შტერი იყო, რომ გარდა იმისა - დაავიწყდა ხელის ამოშლა, ვერ მოიაზრა, რომ აფრიკული ფერის ხელი თეთრით მაინც შეეცვალა

image

5. დააკვირდით - ორიგინალი ბავშვის სახე ჩვეულებრივია, სულაც არ ეღიმება ამ ფერადი სათამაშოს დანახვისას. და სათამაშოს სარკეზე რა ჩანს? უნიჭო მონტაჟმა ვერ უშველა ამ სათამაშოს გაყიდვების აწევას

image

6. გასაგებია, რომ ობამები ყოველთვის ხელჩაკიდებულნი ვერ ივლიან, ისიც გასაგებია, რომ საზოგადოებისთვის მათი ლამაზი ურთიერთობების ჩვენებაცაა საჭირო, მაგრამ გაუგებარია სახელმწიფო დონის მემონტაჟეს რატომ უნდა დაავიწყდეს მესამე ხელის ამოშლა სურათიდან?

image

7. რა საინტერესოა რატომ წაუშალეს მარჯვენა ხელი ამ ქალბატონს, კარს რომ აღებდა ორიგინალში და მიფოტოშოფებულ სურათზე კი დარჩა - უხელოდ

image

8. აქ რომ უეჭველი ფოტოშოფმა ჩაიარა დიდი მიხვედრა არ უნდა ხო? დააკვირდით კედლის ხაზებს? ხვდებით ხო მუცლის კორექციასთან ერთად კედლის ხაზებიც რომ კორექტირდა?

image

9. გასაგებია, რომ ყველას უნდა სერიოზული და ლამაზი პრესი ჰქონდეს მუცელზე, მაგრამ ასე უნიჭოდ გაკეთებული ფოტოშოფში? კაი რა...

image

10. ლამაზი ტაკო კარგია, მაგრამ ლამაზად დამონტაჟებასაც ცოდნა უნდა ხო? აბა რა არის ეს? ტაკოსთან ერთად ტუალეტის კარიც, რომ გაღუნეს მემონტაჟეებმა?

image

11. იგივე პრობლემა, მაგრამ ამჯერად მუსკულატურაზე, რას ერჩიან ამ კედლებს და რით ვერ სწავლობენ კორექციის საშლელის დასაპატარავებელ მკვდარ კლავიშს ვერ ვხვდები

image

12. ამასაც უნდა კომენტარი? ვგონებ არა, რადგან - თუმცა რაღა რადგან, ფერები მაინც დაამთხვიე რა დალოცვილო

image

13. რაქნას? ძალიან უნდა რომ ასეთი ტანი ქონდეს, ასეთი რუჯი, ასეთი სექსუალური მკერდი, მაგრამ - აი ამის გაკეთება ფოტოშოფით?

image

14. გულაობენ ბიჭები, ანდა - უნდათ, რომ ეგულავათ და ეცადნენ, ეს ძმაკაცებისთვისაც დაემტკიცებინათ, მაგრამ არ გამოვიდა, მცდელობა მცდელობად დარჩა

image

15. უკვე ნაცნობი პრობლემა - კარგია დიდი და ლამაზი მკერდი, მაგრამ კარგია თუ ფოტოშოფის ცხელ კლავიშებსაც ისწავლიდა

image

0
1170
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0