x
image
worldsport.ge
რუდი გარსიას ქალებშიც კარგი გემოვნება ჰქონია
imageჭკვიანთან ერთად, ნამეტანი გემოვნებიანიც ყოფილა იტალიური “რომას” ფრანგი მესაჭე, რუდი გარსია. აპენინურ კლუბში რუდის მისვლამ “მგლების” აშკარა პროგრესი განაპირობა და წარმატებული მწვრთნელი რა თქმა უნდა ბულვარული მედიის მძაფრი ყურადღების ქვეშაც მოექცა.
რუდის გარსია აქამდე არაფერს ამბობდა თავისი გულისსწორის შესახებ და მედიასთან ქალებზე არასდროს საუბრობდა. თუმცა, იტალიელმა ჟურნალისტებმა თავად დაადგინეს რუდის სატრფოს ვინაობა და ყველა მოხიბლული დარჩა ფრანგი სპეციალისტის ქალებთან დაკავშირებული გემოვნებითაც.

რუდი გარსიას სატრფო, მშვენიერი იტალიელი მოდელი, მსახობი და ტელესახე, ფრანჩესკა ბრიენცა ყოფილა. ფრანჩესკა 2006 წელს “მის იტალიაც” გამხდარა და ახლა ალბათ თავადაც ხვდებით, როგორი წარმატებული უნდა იყოს ქალი, უამრავ იტალიელ ლამაზმანს შორის რომ იპირველოს. რუდი გარსიამ ფრანჩესკა ბრიენცას ტრფობა უკვე აღიარა და ამ წყვილის გარშემო არაერთი საინტერესო ისტორიის განვითარებას უნდა ველოდოთ.




www.worldsport.ge

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0